პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც რუსეთთან დიზელის საწვავის შეთანხმების დაბლოკვას ითვალისწინებს

აშშ-ის კონგრესში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის რუსული დიზელის საწვავის მიწოდებაზე მიღწეული შეთანხმების დაბლოკვას ისახავს მიზნად. დოკუმენტი რუსეთის ენერგოსექტორის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც ითვალისწინებს.

აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც რუსეთთან დიზელის საწვავის შეთანხმების დაბლოკვას ითვალისწინებს
ინტერპრესნიუსი

აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც რუსეთთან დიზელის საწვავის შეთანხმების დაბლოკვას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვებგვერდზეა განთავსებული.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, „დემოკრატმა“ გრეგორი მიკსმა, ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მიზნად აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული დიზელის საწვავის შეთანხმების დაბლოკვას ისახავს.

კანონპროექტის თანაავტორი წარმომადგენელთა პალატის კიდევ 17 წევრია.

კანონპროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მიერ რუსულ ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელებას კრძალავს, აუქმებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ გაცემულ ზოგად ლიცენზიებს და ახალი ლიცენზიების გაცემას კრძალავს. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ავალდებულებს, რომ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ამერიკული და მსოფლიო ბაზრებისთვის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიკონგრესში კანონპროექტი წარადგინეს რუსეთთან დიზელის საწვავის შეთანხმების დაბლოკვის შესახებ
  2. იმედინიუსისამთავრობოაშშ-ის კონგრესში რუსეთთან დიზელის საწვავით ვაჭრობის შეზღუდვას ითხოვენ
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავზე შეთანხმება გააფორმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები