თბილისში, ოლიმპიკის აუზზე წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გათამაშება დაიწყო
თბილისში, ოლიმპიკის აუზზე წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. პირველ ტურში საქართველოს ჩემპიონმა "აპოლომ" "ბუდვა" ანგარიშით 19:16 დაამარცხა.

თბილისში, ოლიმპიკის აუზზე წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გათამაშება დაიწყო, რომელშიც საქართველოს ჩემპიონ "აპოლოსთან" ერთად, B ჯგუფში "ბუდვა", "ბრეშა" და "საბადელი" მონაწილეობენ.
პირველ ტურში საქართველოს ჩემპიონი "აპოლო" "ბუდვას" შეხვდა და მეტოქე 19:16 დაამარცხა. "აპოლო" მეორე ტურის შეხვედრას დღეს, 19:00 საათზე "ბრეშასთან" გამართავს.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.