ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ნამახვანჰესის შეჩერებული პროექტის ფასი - ენმ ასახელებს მაღალჩინოსნების გვარებს და მათ მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვს

პარტია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ბრიფინგზე მოითხოვა გამოძიების დაწყება ბიძინა ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილის, ნათია თურნავას, მამუკა ბახტაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ლაშა ფარულავას განცხადებით, სწორედ ამ პირებმა ჩაშალეს ნამახვანჰესის პროექტი და მათ უნდა გადაიხადონ ის თანხები, რაც სახელმწიფოს არბიტრაჟში წაგებული დავების გამო დაეკისრა.

ნამახვანჰესის შეჩერებული პროექტის ფასი - ენმ ასახელებს მაღალჩინოსნების გვარებს და მათ მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვს
ნამახვანჰესის შეჩერებული პროექტის ფასი - ენმ ასახელებს მაღალჩინოსნების გვარებს და მათ მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვსTV პირველი

ნამახვანჰესის შეჩერებული პროექტის ფასი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილის, ნათია თურნავას, მამუკა ბახტაძის და ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

როგროც ბრიფინგზე ლაშა ფარულავამ განაცხადა, სწორედ ვანო ჩხატრიშვილმა უკვე შემდგომში ირაკლი ღარიბაშვილების დახმარებით ჩაშალა ეს პროქტი.

ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტი თავიდანვე იყო კორუფციული გარიგება, რომელსაც 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა მამუკა ბახტაძემ. ამ ხელმოწერას აჩქარებდა, ლობირებდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. სწორედ ვანო ჩხატრიშვილმა უკვე შემდგომში ირაკლი ღარიბაშვილების დახმარებით ჩაშალა ეს პროქტი. ეს არის საქართველოს ენერგო-უსაფრთხოების საბოტაჟი და თუ ვინმეს წინააღმდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება კორუფციაზე, ქართველი ხალხის ძარცვაზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილზე, ვანო ჩხარტიშვილზე, ნათია თურნავაზე, მამუკა ბახტაძეზე და ირაკლი ღარიბაშვილზე. დაიხ მეგობრებო, სწორედ ამ ადამიანებმა უნდა გადაიხადონ ის 450 მილიონი დოლარი, რომელიც ახლა დაეკისრა ქართულ სახელმწიფოს, სინამდვილეში კი დაეკისრა ქართველ ხალხს",- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

"ქართულმა ოცნებამ" თურქულ კომპანიასთან დავა ამერიკის არბიტრაჟში წააგო - მოსამართლის გადაწყვეტილებით, უნდა გადაიხადონ, 400 მილიონი ამერიკული დოლარი. მხოლოდ კომპანია ENKA-ს რომელსაც ჯერ ნამახვანჰესის აშენების უფლება მისცეს და მერე გააუქმეს, ბუჯეტიდან მილიარდ ლარზე მეტი უნდა გადაუხადონ.

"ოცნების" ხელისუფლებამ დავა Inter Rao აქ გადასახდელი თითქმის 500 მილიონი ლარია.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.