პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა ჩაშალეს
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტი ბრიუსელიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს. მისი თქმით, ეს ისტორია ადასტურებს გამჭვირვალობის კანონის საჭიროებას. სტატიაში ასევე აღნიშნულია საქართველოს ხელისუფლების საარბიტრაჟო დავები და შესაძლო ფინანსური ზიანი კომპანიების მიმართ.

ირაკლი კობახიძის შემდეგ, უკვე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა ჩაშალეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დღეს მედიასთან ირწმუნებოდა, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი საქართველოდან "უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ" გააგდო.
ამ დღეებში შეგვახსენეს ნამახვანჰესის თემა, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და არის რისკი, რომ 400 მლნ დოლარი დაეკისროს საქართველოს, კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც ფაქტობრივად აქედან გააგდო უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ. გარდა იმისა, რომ საქართველომ მიიღო ზიანი, რომ ეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი არ განხორციელდა, დამატებით საქართველოს ბიუჯეტიდან შეიძლება მიგვიწიოს ანაზღაურება იმ ზიანისა, რომელიც მიაყენეს მათ უცხოურმა დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა.
ამ კამპანიას მაშინ კურირებდა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - „მწვანე ალტერნატივა“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და საია. სამივე დაფინანსებული იყო ბრიუსელიდან და რამდენიმე სხვა წყაროდან. დღეს ყველამ იცის, რომ იყო აბსოლუტური ფარსი რაც მოაწყვეს მაშინ, რათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ჩაშლილიყო. ასე რომ, ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი შეიძლება მიიღო პარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში, ვინაიდან ქართულ ინტერესებს ემსახურება. რაც ჩაიდინეს ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ხალხმა და ჩაშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
"ქართულმა ოცნებამ" თურქულ კომპანიასთან დავა ამერიკის არბიტრაჟში წააგო - მოსამართლის გადაწყვეტილებით, უნდა გადაიხადონ, 400 მილიონი ამერიკული დოლარი. მხოლოდ კომპანია ENKA-ს რომელსაც ჯერ ნამახვანჰესის აშენების უფლება მისცეს და მერე გააუქმეს, ბუჯეტიდან მილიარდ ლარზე მეტი უნდა გადაუხადონ.
"ოცნების" ხელისუფლებამ დავა Inter Rao აქ გადასახდელი თითქმის 500 მილიონი ლარია.
საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავაზე აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს 11 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2შალვა პაპუაშვილი: ნამახვანჰესის ისტორია ყველაზე კარგი დასტურია, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი. რაც შეეხება მავნებლობას, რაც ჩაიდინეს ბრიუსელიდან დაფინანსებულებმა და ჩაშალეს მნიშვნელოვანი პროექტი, ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება
- POSTVშალვა პაპუაშვილი: “ნამახვანჰესის" ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…