როგორი ფინანსური მოლოდინი აქვს ExxonMobil-ს?
ExxonMobil-ის მოგების მკვეთრი ზრდის პროგნოზის ფონზე, დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული გიგანტები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ExxonMobil-ი და Chevron-ი სანავთობო კრიზისით ბოროტად სარგებლობენ და საწვავის ფასებს ზედმეტად ზრდიან.

ამერიკული ენერგეტიკული გიგანტის, ExxonMobil-ის მოლოდინით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ნავთობგადამუშავების სეგმენტიდან მიღებული მოგება წინა სამ თვესთან შედარებით $4.5 მილიარდით გაიზრდება.
ფინანსური მაჩვენებლის მკვეთრი გაუმჯობესება ნავთობგადამუშავების მარჟის ზრდას უკავშირდება. ამასთან, კომპანიის კორექტირებული წმინდა მოგება შესაძლოა $8.5 მილიარდამდე გაიზარდოს, რაც გასული კვარტალის მონაცემებს ორჯერ აღემატება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ნავთობგადამუშავების სეგმენტისგან განსხვავებით, მოპოვების მიმართულებით კომპანია ფინანსური მაჩვენებლების გაუარესებას პროგნოზირებს. ანალიტიკოსების პროგნოზით, ამის გამო ExxonMobil-ის მოგება შესაძლოა $1.3 მილიარდით შემცირდეს.
მკვეთრად გაზრდილი შემოსავლების ფონზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ენერგეტიკული კომპანიები და აღნიშნა, რომ ExxonMobil-ი და Chevron-ი ზედმეტად დიდი მოცულობის თანხებს გამოიმუშავებენ. მისი თქმით, ენერგეტიკული კომპანიები სანავთობო კრიზისით ბოროტად სარგებლობენ და საწვავის ფასებს ზედმეტად ზრდიან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…