„ოცნება“ მის მიერვე შექმნილ გრანტების სააგენტოს ხურავს
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გრანტების მართვის სააგენტო მილევად რეჟიმშია და წლის ბოლომდე დაიხურება. მისი მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის ხელოვნურად მოგონილი ფენომენია და მათი დაფინანსება არასწორია. გრანტების სააგენტო 2025 წლის 15 აპრილს შეიქმნა მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა არასამთავრობოებს უცხოური დაფინანსება აუკრძალა, ხოლო სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გრანტების მართვის სააგენტო „მილევად რეჟიმშია“ და წლის ბოლომდე დაიხურება.
კობახიძე ამტკიცებს, რომ NGO – არასამთავრობო ორგანიზაცია, არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც ხელოვნურადაა მოგონილი „უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის“. მისივე თქმით, ეს გამოჩნდა სააგენტოს შექმნის შემდეგ:
„NGO არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შევქმენით შესაბამისი სააგენტო, გამოჩნდა, რომ ეს ასეა. NGO, თავისთავად, არის ხელოვნური ფენომენი. ენჯეოს ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს ენჯეოები თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ ენჯეოები არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და ენჯეოებს იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის, პოლიტიკური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ ენჯეოები და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, – თქვა კობახიძემ.
გრანტების სააგენტო 2025 წლის 15 აპრილს შეიქმნა მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მიღება აუკრძალა. სააგენტოს შექმნის შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებენ, რომლებიც რუსულ კანონს დაემორჩილებიან და „უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად“ დარეგისტრირდებიან.
გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა, რომელიც 2026 წელს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი 11 600 ლარი, ანუ წლიურად 139 200 ლარია.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: გრანტების მართვის სააგენტო არის მილევად რეჟიმში და წლის ბოლომდე დაიხურება, ენჯეო არის ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის, შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ ენჯეოები და დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია
- TV პირველი“მილევად რეჟიმშია“ - მთავრობა გრანტების მართვის სააგენტო ხურავს
- რადიო თავისუფლება„გრანტების სააგენტო“ იხურება
ციტატები სტატიიდან
„NGO არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შევქმენით შესაბამისი სააგენტო, გამოჩნდა, რომ ეს ასეა. NGO, თავისთავად, არის ხელოვნური ფენომენი. ენჯეოს ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს ენჯეოები თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ ენჯეოები არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და ენჯეოებს იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის, პოლიტიკური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ ენჯეოები და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…