ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კობახიძე - თავის დროზე „ენჯეოები“ წინა ხელისუფლების ანტურაჟი იყო - მათ საკუთარი განწყობა და დამოკიდებულებები რადიკალურად 2012 წლის შემდეგ შეცვალეს, რადგან აგენტურამ ახალი დავალება მიიღო

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წინა ხელისუფლების ანტურაჟი იყვნენ და 2012 წლის შემდეგ დამოკიდებულება შეცვალეს, რადგან ახალი დავალება მიიღეს. მისი თქმით, „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია, რომელიც ერთი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერვენციას ისახავს მიზნად, ხოლო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიღებულია იმისათვის, რომ უცხოურმა ძალებმა აგენტური საქმიანობა ვერ აწარმოონ.

ირაკლი კობახიძე - თავის დროზე „ენჯეოები“ წინა ხელისუფლების ანტურაჟი იყო - მათ საკუთარი განწყობა და დამოკიდებულებები რადიკალურად 2012 წლის შემდეგ შეცვალეს, რადგან აგენტურამ ახალი დავალება მიიღო
ირაკლი კობახიძე - თავის დროზე „ენჯეოები“ წინა ხელისუფლების ანტურაჟი იყო - მათ საკუთარი განწყობა და დამოკიდებულებები რადიკალურად 2012 წლის შემდეგ შეცვალეს, რადგან აგენტურამ ახალი დავალება მიიღოინტერპრესნიუსი

მინდა მოგახსენოთ, რომ თავის დროზე „ენჯეოები“ წინა ხელისუფლების ანტურაჟი იყო - მათ საკუთარი განწყობა და დამოკიდებულებები რადიკალურად 2012 წლის შემდეგ შეცვალეს, რადგან აგენტურამ ახალი დავალება მიიღო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ “ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია, რომლის მიზანია ერთი ქვეყნის პოლიტიკური ინტერვენცია მეორე ქვეყანაში“.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მივიღეთ იმისთვის, რომ საქართველოში არც ერთ უცხოურ ძალას აგენტური საქმიანობის თავისუფლებად წარმოების საშუალება არ ჰქონდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის არაერთი წევრი „ენჯეოში“ მუშაობდა, კობახიძემ განაცხადა, რომ „თვითონ „ენჯეოა“ ინსტრუმენტი პოლიტიკური ინტერვენციისთვის, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ვინც კი „ენჯეოში“ მუშაობდა, ყველა აგენტი იყო“.

„უფრო მეტიც, ხელმოწერილი აგენტი შეიძლება მაქსიმუმ რამდენიმე ათეული იყოს. ვინც „ენჯეოში“ მუშაობდა, ყველა აგენტი არ არის. უბრალოდ, “ენჯეო“ როგორც ასეთი, არის ფენომენი ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აქედან გამომდინარე, ჩვენ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მივიღეთ იმისთვის, რომ საქართველოში არც ერთ უცხოურ ძალას აგენტური საქმიანობის თავისუფლებად წარმოების საშუალება არ ჰქონდეს“
ირაკლი კობახიძე
„თვითონ „ენჯეოა“ ინსტრუმენტი პოლიტიკური ინტერვენციისთვის, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ვინც კი „ენჯეოში“ მუშაობდა, ყველა აგენტი იყო“
ირაკლი კობახიძე
„უფრო მეტიც, ხელმოწერილი აგენტი შეიძლება მაქსიმუმ რამდენიმე ათეული იყოს. ვინც „ენჯეოში“ მუშაობდა, ყველა აგენტი არ არის. უბრალოდ,“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.