ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კობახიძე პატიმარ ლილუაშვილზე: ილაპარაკოს რაც უნდა, ხელისუფლება სუფთად მუშაობს

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯაზე და განაცხადა, რომ ხელისუფლება სუფთად მუშაობს. მან ასევე ისაუბრა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე და აღნიშნა, რომ კორუფციის ბრალდებით მისმა პატიმრობაში წასვლამ გუნდს დისკომფორტი შეუქმნა.

კობახიძე პატიმარ ლილუაშვილზე: ილაპარაკოს რაც უნდა, ხელისუფლება სუფთად მუშაობს
კობახიძე პატიმარ ლილუაშვილზე: ილაპარაკოს რაც უნდა, ხელისუფლება სუფთად მუშაობსრადიო თავისუფლება

„ილაპარაკოს, რაც უნდა - ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა, საქართველოში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია - ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს... თუ რაიმე გაინტერესებთ, დაელოდეთ“, - თქვა კობახიძემ.

მას ასევე ჰკითხეს, ხელისუფლებას დისკომფორტი შეექმნა თუ არა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებით.

„რა თქმა უნდა, ღარიბაშვილმა ჩვენს გუნდს დისკომფორტი შეუქმნა, რომ კორუფციის ბრალდებით მას ციხეში წასვლა მოუწია. ეს დისკომფორტია, რომელიც მან გუნდს შეუქმნა და რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა, რომ მას წარსულში ასეთი საქმიანობა არ ჰქონოდა. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ნაკლები დისკომფორტი იქნებოდა“, - უპასუხა მან.

გუშინ, 16 სექტემბერს სუსის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს კორუფციული ბრალდებისთვის;

5-წლიან პატიმრობაშია ირაკლი კობახიძის წინამორბედი, ირაკლი ღარიბაშვილი - მან კორუფციული დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაფორმდა;

17 აგვისტოს - მას შემდეგ, რაც მან შეიტყო, რომ კიდევ ერთი ბრალის წაყენებას უპირებდნენ, ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებაში მყოფ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს;

24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება პირადად წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ილაპარაკოს, რაც უნდა - ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა, საქართველოში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია - ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს... თუ რაიმე გაინტერესებთ, დაელოდეთ“
კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.