ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქართველოს პატრიარქს, შიო III-ს პასუხობს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყება შიო III-ის განცხადებას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ტერიტორიული პრეტენზიების „რელიგიური ლოზუნგებით შეფუთვის მცდელობები“ რეალობას ვერ შეცვლის.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქართველოს პატრიარქს, შიო III-ს პასუხობს
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქართველოს პატრიარქს, შიო III-ს პასუხობსფორმულა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პატრიარქის, შიო III-ის განცხადებას გამოეხმაურნენ.

ე.წ უწყების განცხადებით, ტერიტორიული პრეტენზიების "რელიგიური ლოზუნგებით შეფუთვის მცდელობები" რეალობას ვერ შეცვლის.

"განცხადებები "ძველ ისტორიულ მიწებზე" და მოწოდებები, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს "შეუერთდეს", რწმენასა და ძმობაზე ჩვეული მსჯელობის მიღმა სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალი, სულიერი შეფუთვით.

სამწუხაროდ, ქართველი სასულიერო პირები, ისევე როგორც პოლიტიკური მოღვაწეები, კვლავაც განაგრძობენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან მიმართებით არაკორექტული ტერმინოლოგიის გამოყენებას და მას დამამცირებელი ტერმინით - "ცხინვალის რეგიონით" მოიხსენიებენ", - ნათქვამია ე.წ სამინისტროს განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სტრუქტურების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის შემაჯამებელ დოკუმენტებს, რომლებშიც სამხრეთ ოსეთი თავისი ფაქტობრივი სახელწოდებით არის მოხსენიებული, ხელს აწერენ საქართველოს უფლებამოსილი პოლიტიკური წარმომადგენლები.

"ცალკე უნდა შევჩერდეთ ე.წ. საქართველოს უძველესი ისტორიული მიწების თეზისზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონტექსტში და შევახსენოთ, რომ ისტორიული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. ეს მიემართება ერთიანი საქართველოს ცნებასაც, რომელიც ისტორიოგრაფიულ ჭრილში ფორმითა და შინაარსით სრულიად სხვა რამეს წარმოადგენს.

სამხრეთ ოსეთში შესანიშნავად ახსოვთ, რამდენი მწუხარება მოუტანა საქართველოს ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა 1920-იან წლებში, 1989–1992 წლებში და 2008 წელს. მსგავსი "კეთილი ზრახვები" აშკარა ფაქტების იგნორირების ფონზე ჩვენი რესპუბლიკისთვის მიუღებელია", - ნათქვამია განცხადებაში.

პატრიარქმა განცხადება გააკეთა ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი", შიო III-მ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის შესახებ თქვა, რომ კვლავ აღდგება ძმური ერთობა. "საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით, დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით, ეს ასეც იქნება და ჩვენ შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა".

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განცხადებები "ძველ ისტორიულ მიწებზე" და მოწოდებები, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს "შეუერთდეს", რწმენასა და ძმობაზე ჩვეული მსჯელობის მიღმა სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალი, სულიერი შეფუთვით. სამწუხაროდ, ქართველი სასულიერო პირები, ისევე როგორც პოლიტიკური მოღვაწეები, კვლავაც განაგრძობენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან მიმართებით არაკორექტული ტერმინოლოგიის გამოყენებას და მას დამამცირებელი ტერმინით - "ცხინვალის რეგიონით" მოიხსენიებენ“
„ცალკე უნდა შევჩერდეთ ე.წ. საქართველოს უძველესი ისტორიული მიწების თეზისზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონტექსტში და შევახსენოთ, რომ ისტორიული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. ეს მიემართება ერთიანი საქართველოს ცნებასაც, რომელიც ისტორიოგრაფიულ ჭრილში ფორმითა და შინაარსით სრულიად სხვა რამეს წარმოადგენს. სამხრეთ ოსეთში შესანიშნავად ახსოვთ, რამდენი მწუხარება მოუტანა საქართველოს ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა 1920-იან წლებში, 1989–1992 წლებში და 2008 წელს. მსგავსი "კეთილი ზრახვები" აშკარა ფაქტების იგნორირების ფონზე ჩვენი რესპუბლიკისთვის მიუღებელია“
„საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით, დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით, ეს ასეც იქნება და ჩვენ შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა“
შიო III
„ცალკე უნდა შევჩერდეთ ე.წ. საქართველოს უძველესი ისტორიული მიწების თეზისზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონტექსტში და შევახსენოთ, რომ ისტორიული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. ეს მიემართება ერთიანი საქართველოს ცნებასაც, რომელიც ისტორიოგრაფიულ ჭრილში ფორმითა და შინაარსით სრულიად სხვა რამეს წარმოადგენს. სამხრეთ ოსეთში შესანიშნავად ახსოვთ, რამდენი მწუხარება მოუტანა საქართველოს ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა 1920-იან წლებში, 1989–1992 წლებში და 2008 წელს. მსგავსი“
„აშკარა ფაქტების იგნორირების ფონზე ჩვენი რესპუბლიკისთვის მიუღებელია“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ცხინვალი პატრიარქ შიო III-ს “ტერიტორიული პრეტენზიების შეფარვაში” ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები