პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ განაცხადა, რომ მათი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს და უფლის შეწევნით მათ შორის ძმური ერთობა და სიყვარული აღდგება.

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული
პირველი არხი

დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით ეს ასეც იქნება და ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, საიუბილეო დღეების საერთო სიხარულის თანაზიარნი არიან, ასევე, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი ერისა და ეკლესიის ძვირფასი შვილები.

„გვახარებს, რომ ისინი სამშობლოდან შორს მყოფნიც ინარჩუნებენ რწმენას, ეკლესიასთან და მამულთან კავშირს, ჩვენ მუდამ ვლოცულობთ და ველოდებით მათ.

განვლილი ოცსაუკუნოვანი გზა გვარწმუნებს, რომ არ უნდა შევდრკეთ მრავალგვარი საცდურის წინაშე, არამედ პირიქით, უნდა განვმტკიცდეთ. მუდამ უნდა გვახსოვდეს, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჩვენთვის ჯვარცმული, ვნებული და მკვდრეთით აღდგომით მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელი. კვლავაც აღვიჭურვოთ მისი სწავლებით და სათნოებებით და ნიშნად ჩვენი ერთგულებისა, ჩვენი რწმენისა და ერის გადასარჩენად წინაპრების მიერ საუკუნეებგამოვლილი, ტკივილიანი, მაგრამ დღესაც მანუგეშებელი სიტყვებით დავამოწმოთ: „არა გეცრუვნეთ შენ, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“. ეს იყო ჩვენი წინაპრების სიმტკიცის წყარო, ეს არის ჩვენი მოწოდებაც და მომავალი გადარჩენის მთავარი საწინდარიც. გისურვებთ, სწორედ ამ სულისკვეთებით წარიმართოს ჩვენი სიმპოზიუმის მუშაობაც. ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოვლაწმინდა სამებამ მოგვმადლოს მტკიცე რწმენა, ძალა და მადლი, რათა უფლის ერთგულებით, სამშობლოს მსახურებით და მოყვასის სიყვარულით ვიაროთ წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა მიმყვანებელი გზით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, – განაცხადა შიო მესამემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშიო III - ჩვენი ფიქრი და ლოცვა, განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული - საერთო სიხარულის თანაზიარნი არიან, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები, მუდამ ვლოცულობთ და ველოდებით
  2. რუსთავი 2სამთავრობოპატრიარქი: აფხაზეთმა და ცხინვალის რეგიონმა - საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა, ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით, დედასამშობლოსთან ერთად, მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა - უფლის შეწევნით, ეს ასეც იქნება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გვახარებს, რომ ისინი სამშობლოდან შორს მყოფნიც ინარჩუნებენ რწმენას, ეკლესიასთან და მამულთან კავშირს, ჩვენ მუდამ ვლოცულობთ და ველოდებით მათ. განვლილი ოცსაუკუნოვანი გზა გვარწმუნებს, რომ არ უნდა შევდრკეთ მრავალგვარი საცდურის წინაშე, არამედ პირიქით, უნდა განვმტკიცდეთ. მუდამ უნდა გვახსოვდეს, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჩვენთვის ჯვარცმული, ვნებული და მკვდრეთით აღდგომით მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელი. კვლავაც აღვიჭურვოთ მისი სწავლებით და სათნოებებით და ნიშნად ჩვენი ერთგულებისა, ჩვენი რწმენისა და ერის გადასარჩენად წინაპრების მიერ საუკუნეებგამოვლილი, ტკივილიანი, მაგრამ დღესაც მანუგეშებელი სიტყვებით დავამოწმოთ: „არა გეცრუვნეთ შენ, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“. ეს იყო ჩვენი წინაპრების სიმტკიცის წყარო, ეს არის ჩვენი მოწოდებაც და მომავალი გადარჩენის მთავარი საწინდარიც. გისურვებთ, სწორედ ამ სულისკვეთებით წარიმართოს ჩვენი სიმპოზიუმის მუშაობაც. ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოვლაწმინდა სამებამ მოგვმადლოს მტკიცე რწმენა, ძალა და მადლი, რათა უფლის ერთგულებით, სამშობლოს მსახურებით და მოყვასის სიყვარულით ვიაროთ წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა მიმყვანებელი გზით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“
შიო მესამე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შიო მესამე – ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ვინაობა, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა, ამ გზიდან თუ არ გადავუხვევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს, კვლავაც დაგვიცავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები