პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნასიო კასისს შეხვდა

ეუთოსაქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესა და შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა, სადაც რეგიონულ უსაფრთხოებასა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნასიო კასისს შეხვდა
POSTV

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ იგნასიო კასისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იმყოფება.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ეუთოს, როგორც დიალოგის, ნდობის აღდგენისა და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების ხელშეწყობის ინკლუზიური პლატფორმის, მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.

ყურადღება ასევე გამახვილდა შვეიცარიის კონფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობასა და პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნასიო კასისს შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე
  3. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე
  4. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე
  5. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე“
  6. რუსთავი 2სამთავრობოეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში - რა საკითხები განიხილეს იგნასიო კასისმა, ირაკლი კობახიძემ და მაკა ბოჭორიშვილმა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ეუთო-ს თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს - რამდენიმე კვირის შემდეგ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გელით და მოგესალმებით ლუგანოში ისე თბილად, როგორც თქვენ მიმიღეთ დღესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები