საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნასიო კასისს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებთან ერთად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა განიხილა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ იგნასიო კასისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იმყოფება.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ეუთო-ს, როგორც დიალოგის, ნდობის აღდგენისა და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების ხელშეწყობის ინკლუზიური პლატფორმის, მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.
ყურადღება ასევე გამახვილდა შვეიცარიის კონფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობასა და პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე.
შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაირაკლი კობახიძე: ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე
ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე
ირაკლი კობახიძე – ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნასიო კასისს შეხვდა
ირაკლი კობახიძე: „ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე“
ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში - რა საკითხები განიხილეს იგნასიო კასისმა, ირაკლი კობახიძემ და მაკა ბოჭორიშვილმა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…