ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი ვიკა ბუკიაზე: ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია, ისე, გარეგნობაზე საუბარი არა მგონია, ზოგიერთების ძლიერი მხარე იყოს

საქართველოს პროკურატურა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ჟურნალისტ ვიკა ბუკიას პასუხობს და აცხადებს, რომ ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია.

თენგიზ შარმანაშვილი ვიკა ბუკიაზე: ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია, ისე, გარეგნობაზე საუბარი არა მგონია, ზოგიერთების ძლიერი მხარე იყოს
თენგიზ შარმანაშვილი ვიკა ბუკიაზე: ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია, ისე, გარეგნობაზე საუბარი არა მგონია, ზოგიერთების ძლიერი მხარე იყოსრუსთავი 2

ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია. მე ვთქვი ძალიან ბანალური ამბავი, პირველკურსელების დონის, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციონერ ჟურნალისტ ვიკა ბუკიას საპასუხოდ, რომელმაც დეპუტატს "სიკვდილის ბუზი" უწოდა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო.

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, მინიმალურ ცოდნას საჭიროებს მისი განცხადების გააზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ დავით ოქიტაშვილის არგუმენტები პროკურატურისთვის წონადი იქნება, საგამოძიებო უწყება ნებისმიერ პირს გამოჰკითხავს, ვისაც საჭიროდ მიიჩნევს, მათ შორის, თინათინ რუხაძესაც და მამუკა მდინარაძესაც.

"თუ ვინმე მიუთითებს მეორე ადამიანის დანაშაულზე, ის უნდა გამოიკითხოს და ფასეულ ინფორმაციას თუ მისცემს გამოძიებას, ასევე უნდა გამოიკითხონ ამ ინფორმაციაში გაჟღერებული პირები. ჩემი გვარიც კი ვახსენე მაგალითისთვის, ვინმეს რამე რომ არ მოლანდებოდა. ამის გაგებას გარკვეული მინიმალური ცოდნა კი სჭირდება, მაგრამ იმდენად მინიმალური, სპეციალური უნარები საჭირო არ არის. კონკრეტულად რამის თქმა როდესაც მინდა, მიკიბულ-მოკიბულადარ მიყვარს საუბარი. დანარჩენი სამართლებრივი პროცედურების საქმეა.

ისე, გარეგნობაზე საუბარი არა მგონია, ზოგიერთების ძლიერი მხარე იყოს," - წერს შარმანაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სიკვდილის ბუზი“
ვიკა ბუკია
„თუ ვინმე მიუთითებს მეორე ადამიანის დანაშაულზე, ის უნდა გამოიკითხოს და ფასეულ ინფორმაციას თუ მისცემს გამოძიებას, ასევე უნდა გამოიკითხონ ამ ინფორმაციაში გაჟღერებული პირები. ჩემი გვარიც კი ვახსენე მაგალითისთვის, ვინმეს რამე რომ არ მოლანდებოდა. ამის გაგებას გარკვეული მინიმალური ცოდნა კი სჭირდება, მაგრამ იმდენად მინიმალური, სპეციალური უნარები საჭირო არ არის. კონკრეტულად რამის თქმა როდესაც მინდა, მიკიბულ-მოკიბულადარ მიყვარს საუბარი. დანარჩენი სამართლებრივი პროცედურების საქმეა. ისე, გარეგნობაზე საუბარი არა მგონია, ზოგიერთების ძლიერი მხარე იყოს,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში მიტინგის ჩასატარებლად არ მივდივართ, მივდივართ სამართლებრივი არგუმენტებით, ოპონენტებსაც ვურჩევ, სამართლებრივი არგუმენტებით დაგვხვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები