ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეპისკოპოსი გიორგი: “ციფრული ფული პირადი ცხოვრების ხელყოფის საფრთხეს შეიცავს”

საქართველოს პარლამენტისაქართველოს ეროვნული ბანკი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის განცხადებით, ციფრული ფული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს შეიცავს. მან პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკისთვის ციფრული ლარის გამოშვების უფლების დაჩქარებული წესით განხილვა გააკრიტიკა.

ეპისკოპოსი გიორგი: “ციფრული ფული პირადი ცხოვრების ხელყოფის საფრთხეს შეიცავს”
ეპისკოპოსი გიორგი: “ციფრული ფული პირადი ცხოვრების ხელყოფის საფრთხეს შეიცავს”ნეტგაზეთი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ციფრულ ფულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

ეპისკოპოსის შეფასებით, ციფრული ფული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფისა და ფინანსური დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფრთხეს შეიცავს. მისი თქმით ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას.

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით დაამტკიცა ციფრული ფულის შემოღების საკითხი.

ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული საკითხები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება და ხალხის აზრი სათანადოდ არ ისმის, ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს. არც ერთი ტექნოლოგიური სიახლე არ უნდა დაინერგოს საზოგადოების ინფორმირებისა და ღია, ფართო განხილვის გარეშე.

ჩემთვის როგორც სასულიერო პირისთვის, მიუღებელია ნებისმიერი სისტემა, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის, ფინანსური დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და მისი თავისუფალი არჩევანის გაუქმების საფრთხეს შეიცავს.

სახელმწიფოსა და ეკლესიის ,საზოგადოების ვალია, დაიცვან ადამიანის თავისუფლება, შეინარჩუნონ ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობა და არ დაუშვან ტექნოლოგიური პროგრესის ადამიანის ღირსებაზე მაღლა დაყენება.

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას.

ადამიანის თავისუფლება ღვთისგან ბოძებული უფლებაა და არა სახელმწიფოსაგან მინიჭებული პრივილეგია“, – წერს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.

პარლამენტმა პირველი მოსმენით ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება მიანიჭა.

თუმცა ცვლილება ეროვნული ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებას ანიჭებს და არა ვალდებულებას.

პარლამენტმა I მოსმენით ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება მიანიჭა

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით დაამტკიცა ციფრული ფულის შემოღების საკითხი. ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული საკითხები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება და ხალხის აზრი სათანადოდ არ ისმის, ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს. არც ერთი ტექნოლოგიური სიახლე არ უნდა დაინერგოს საზოგადოების ინფორმირებისა და ღია, ფართო განხილვის გარეშე. ჩემთვის როგორც სასულიერო პირისთვის, მიუღებელია ნებისმიერი სისტემა, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის, ფინანსური დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და მისი თავისუფალი არჩევანის გაუქმების საფრთხეს შეიცავს. სახელმწიფოსა და ეკლესიის ,საზოგადოების ვალია, დაიცვან ადამიანის თავისუფლება, შეინარჩუნონ ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობა და არ დაუშვან ტექნოლოგიური პროგრესის ადამიანის ღირსებაზე მაღლა დაყენება. ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ადამიანის თავისუფლება ღვთისგან ბოძებული უფლებაა და არა სახელმწიფოსაგან მინიჭებული პრივილეგია“
გიორგი ჯამდელიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები