პარლამენტმა I მოსმენით ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება მიანიჭა
პარლამენტმა პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვებისა და საპილოტე პროექტების განხორციელების უფლებას ანიჭებს.

პარლამენტმა პირველი მოსმენით, ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება მიანიჭა.
საკანონმდებლო ორგანო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
განმარტებითი ბარათის თანახმად, “კანონპროექტით იქმნება სამართლებრივი საფუძველი ციფრული ლარის სტატუსის განსასაზღვრად, რაც ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს ამ მიმართულებით სხვადასხვა საპილოტე პროექტი განახორციელოს.
ცვლილება ეროვნული ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებას ანიჭებს და არა ვალდებულებას.
განმარტებითი ბარათის თანახმად, ვინაიდან ციფრული ვალუტის შემუშავებას სჭირდება კვლევითი მომსახურების შესყიდვა, ცვლილებამ შესაძლოა საქართველოს ეროვნული ბანკის ხარჯვით ნაწილზე მოახდინოს გავლენა. ამ გავლენის ზომა დამოკიდებული იქნება იმაზე, ეროვნული ბანკი საჭიროდ ჩათვლის თუ არა, ამ უფლებამოსილების გამოყენებას.
ციფრული ლარის გარდა საკანონმდებლო ცვლილებით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად გახდომის კრიტერიუმებიც მკაცრდება.
მონეტარულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, მის ფუნქციებში შედის ბანკნოტების ბეჭდვა და ზოგადად ფულის მასის კონტროლი.
ციფრულ ლარზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო, თუმცა 2025 წელს მარეგულირებელ უწყებაში ციფრული ფულის მიმართ გლობალური ინტერესის კლების შესახებ განაცხადეს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.