ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა - ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაამძაფროს ეს უბედურება
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი აცხადებს, რომ აზარტული თამაშების სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა უბედურება კიდევ უფრო გაამძაფროს, რადგან ის ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა.

აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ქვეყანაში ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაამძაფროს ეს უბედურება,- ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.
მეუფე გიორგის განცხადებით, სახელმწიფოსა და ეკლესიის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანი და არ შეუწყოს ხელი მის მანკიერ დამოკიდებულებებს.
„მე როგორც ეპისკოპოსი, ვხედავ დიდ ბოროტებას, რომელიც ადამიანებს სულიერად და მენტალურად ანადგურებს, ოჯახებს ანგრევს და საზოგადოებას მძიმე მდგომარეობაში აგდებს. აზარტული თამაშები ბევრისთვის იმედის ნაცვლად სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა.
ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ქვეყანაში ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფროს ეს უბედურება. სახელმწიფოსა და ეკლესიის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანი და არ შეუწყოს ხელი მის მანკიერ დამოკიდებულებებს, რასაც შედეგად მოყვება დაღუპვა.
ჩვენ გვჭირდება არა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული საზოგადოება, არამედ ჯანმრთელი ოჯახები, დაცული ახალგაზრდობა და ადამიანის ღირსების პატივისცემა. ეს არის არა მხოლოდ სოციალური, არამედ ჩვენი სულიერი და ზნეობრივი პასუხისმგებლობაც.
“რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს” (მათე. 16.26.) გიორგი ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის“, - წერს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.
ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება.
ციტატები სტატიიდან
„მე როგორც ეპისკოპოსი, ვხედავ დიდ ბოროტებას, რომელიც ადამიანებს სულიერად და მენტალურად ანადგურებს, ოჯახებს ანგრევს და საზოგადოებას მძიმე მდგომარეობაში აგდებს. აზარტული თამაშები ბევრისთვის იმედის ნაცვლად სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ქვეყანაში ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფროს ეს უბედურება. სახელმწიფოსა და ეკლესიის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანი და არ შეუწყოს ხელი მის მანკიერ დამოკიდებულებებს, რასაც შედეგად მოყვება დაღუპვა. ჩვენ გვჭირდება არა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული საზოგადოება, არამედ ჯანმრთელი ოჯახები, დაცული ახალგაზრდობა და ადამიანის ღირსების პატივისცემა. ეს არის არა მხოლოდ სოციალური, არამედ ჩვენი სულიერი და ზნეობრივი პასუხისმგებლობაც. “რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს” (მათე. 16.26.) გიორგი ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…