"დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება" - რა ეტაპზეა ფოთის პორტის გაფართოების პროექტი?
ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ზვიად ჩხარტიშვილის განცხადებით, პორტის გაფართოების ტექნიკური დეტალები შეთანხმებულია და დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება. 300-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის თაობაზე მთავრობასთან მოლაპარაკებები წლის ბოლოს იგეგმება.

"ტექნიკურად ძირითადი დეტალები თითქმის შეთანხმებული არის, დარჩა პოლიტიკური გადაწყვეტილება",- ამის შესახებ “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზვიად ჩხარტიშვილი ფოთის პორტის გაფართოების პროექტთან დაკავშირებით აცხადებს. მან საკითხზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.
ზვიად ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები წლის ბოლოს იგეგმება.
„ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, არაერთხელ აღვნიშნე, რომ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ, გაციფრულება უკვე განხორციელდა და საბაჟო პროცედურების დრო შემცირდა. ახლა მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გვეხმარება ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად სასაზღვრო პროცედურების შემცირებაზე და ეს გაზრდის უკვე ჩვენი შესაძლებლობას წლის ჭრილში უფრო მეტ გემს მოვემსახუროთ, რადგან გემების დამუშავების პროცედურები მცირდება. ახლა დარჩენილი არის შემდეგ ეტაპზე სამომავლო გეგმებზე საუბარი, რაზეც ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ წლის ბოლოს უკვე მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას და დავსახავთ სამომავლო გემებს. მოკლევადიანი გემებთან დაკავშირებით მუდმივად კომუნიკაციაში ვართ და საკმაოდ მჭიდროდ გვეხმარებიან, ახლა დარჩენილი არის უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება",- ამბობს ზვიად ჩხარტიშვილი.
შეგახსენებთ, ფოთის პორტის გაფართოების $300-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის საკითხი, რაზედაც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-სა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაცია 2018 წლიდან მიმდინარეობს, ამ დრომდე ღიაა.
"ლიმიტის ზღვარზე მივდივართ" - APM Terminals Poti გაფართოების საჭიროებაზე საუბრობს
ციტატები სტატიიდან
„ტექნიკურად ძირითადი დეტალები თითქმის შეთანხმებული არის, დარჩა პოლიტიკური გადაწყვეტილება“
„ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, არაერთხელ აღვნიშნე, რომ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ, გაციფრულება უკვე განხორციელდა და საბაჟო პროცედურების დრო შემცირდა. ახლა მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გვეხმარება ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად სასაზღვრო პროცედურების შემცირებაზე და ეს გაზრდის უკვე ჩვენი შესაძლებლობას წლის ჭრილში უფრო მეტ გემს მოვემსახუროთ, რადგან გემების დამუშავების პროცედურები მცირდება. ახლა დარჩენილი არის შემდეგ ეტაპზე სამომავლო გეგმებზე საუბარი, რაზეც ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ წლის ბოლოს უკვე მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას და დავსახავთ სამომავლო გემებს. მოკლევადიანი გემებთან დაკავშირებით მუდმივად კომუნიკაციაში ვართ და საკმაოდ მჭიდროდ გვეხმარებიან, ახლა დარჩენილი არის უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.