,,გორის ძაღლთა თავშესაფარიდან გამოვიყვანეთ და გადავარჩინეთ 100+ ლეკვი”
ცხოველთა დამცველებმა გორის თავშესაფრიდან 100-ზე მეტი ლეკვი გამოიყვანეს მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ცხოველები ერთ ვოლიერში შეყრილი, გაუსაძლის პირობებში ჩანდნენ.

ცხოველთა დამცველების ცნობით, გორის თავშესაფრიდან ყველა ლეკვი გამოიყვანეს.
,,გორის ძაღლთა თავშესაფარიდან გამოვიყვანეთ და გადავარჩინეთ 100+ ლეკვი” – წერს ვადო მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, გუშინ გორის თავშესაფრიდან გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ ერთ ვოლიერში შეყრილი ლეკვები გაუსაძლის პირობებში იყვნენ. გუშინვე თავშეაფარმა გაავრცელა განცხადება, რომ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა, ლეკვები დროებით იყვნენ იქ გადაყვანილი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი კადრები გავრცელდა.
15 ოქტომბერსვე ცხოველთა მოყვარულებმა დაანონსეს, რომ დღეს გორში წავიდოდნენ და ლეკვებს გადაარჩენდნენ, რაც წარმატებით შეაარულეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.