გორის ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომელმა აქტივისტს ჯოხი გადაარტყა – „ქართლის ამბები“
„ქართლის ამბების“ ცნობით, გორის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომელმა აქტივისტს ჯოხი დაარტყა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო გამოიძახეს. დაპირისპირებას წინ უსწრებდა სოციალურ ქსელში ლეკვების მძიმე მდგომარეობის ამსახველი ვიდეოს გავრცელება და ცხოველთა დამცველების საპროტესტო აქცია.

„ქართლის ამბების“ ცნობით, გორის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომელმა ცხოველთა დამცველს ჯოხი გადაარტყა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და პოლიცია.
„გარედან ვიღებდი ვიდეოს… [თანამშრომელი ქალბატონი] სრულიად არაადეკვატურია, ჯოხით გამოგვეკიდა გარეთ, ჯებირებს გარეთ, მეც და ერთ ქალბატონსაც გადაგვარტყა ჯოხი“, – ამბობს ერთ-ერთი დაშავებული „ქართლის ამბებთან“.
ადგილზე ცხოველთა უფლებადამცველები რამდენიმე საათია აქციას მართავენ. აქტივისტები ითხოვდნენ თავშესაფარში შესვლას, რათა ადგილზე გასცნობოდნენ სიტუაციას, ასევე ლეკვების გამოყვანას.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელა ვიდეო გორის თავშესაფრიდან, რომელზეც ლეკვების მდგომარეობა იყო ასახული.
„გორში 300-მდე ლეკვი ჰყავთ და ცივი წყლის შლანგი მიშვებული, მშიერ-მწყურვალები, მკვდრებთან ერთად ცოცხლები გამოკეტილები! საათში ერთხელ კვდებიან ლეკვები“, – დაწერა მარიამ ცერცვაძემ.
აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც
შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ განცხადება გაავრცელა.
მათი პოზიციით, თავშესაფარში გადაღებული კადრები „კონტექსტიდან ამოგლეჯილად“ გავრცელდა, რაც მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
სააგენტოს განმარტებით, ვიდეოს გადაღების დროს თავშესაფრის ტერიტორიაზე ვოლიერების გეგმური დასუფთავება და დეზინფექცია მიმდინარეობდა. შესაბამისად, პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით, ლეკვები დროებით დამხმარე ვოლიერებში იყვნენ განთავსებულნი.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„გარედან ვიღებდი ვიდეოს… [თანამშრომელი ქალბატონი] სრულიად არაადეკვატურია, ჯოხით გამოგვეკიდა გარეთ, ჯებირებს გარეთ, მეც და ერთ ქალბატონსაც გადაგვარტყა ჯოხი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.