ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შიდა ქართლის ცხოველთა მართვის სააგენტო განმარტებას აკეთებს, გორში აქცია ჩაინიშნა

გორის თავშესაფარში ლეკვების მძიმე მდგომარეობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას საპროტესტო აქციის დაანონსება მოჰყვა. ცხოველთა მართვის სააგენტო ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ კადრები კონტექსტიდან ამოგლეჯილია და გეგმური დეზინფექციის დროსაა გადაღებული.

შიდა ქართლის ცხოველთა მართვის სააგენტო განმარტებას აკეთებს, გორში აქცია ჩაინიშნა
შიდა ქართლის ცხოველთა მართვის სააგენტო განმარტებას აკეთებს, გორში აქცია ჩაინიშნანეტგაზეთი

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება და აცხადებს, რომ თავშესაფარში გადაღებული კადრები “კონტექსტიდან ამოგლეჯილად” გავრცელდა, რაც მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

სააგენტოს განმარტებით, ვიდეოს გადაღების დროს თავშესაფრის ტერიტორიაზე ვოლიერების გეგმური დასუფთავება და დეზინფექცია მიმდინარეობდა. შესაბამისად, პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით, ლეკვები დროებით დამხმარე ვოლიერებში იყვნენ განთავსებულნი.

მოქალაქე მარიამ ცერცვაძემ დღეს გაავრცელა სააგენტოს ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეო, რომელსაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

ხვალისათვის გორში სააგენტოს მიმდებარედ საპროტესტო აქციაც ჩაინიშნა.

“გორში 300-მდე ლეკვი ჰყავთ და ცივი წყლის შლანგი მიშვებული, მშიერ-მწყურვალები, მკვდრებთან ერთად ცოცხლები გამოკეტილები! საათში ერთხელ კვდებიან ლეკვები”, – დაწერა მარიამმა.

სწორედ საზოგადოების მძაფრის რეაქციის შემდეგ გაავრცელა განცხადება სააგენტომ. უწყება ყურადღებას ამახვილებს რეგიონში ცხოველების მიტოვების საგანგაშო ტენდენციაზე. განცხადების მიხედვით, ბოლო პერიოდში საგრძნობლად გახშირდა უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ფაქტები, ყოველდღიურად ათობით დედის გარეშე დარჩენილი ლეკვი ხვდება სააგენტოში, რომლებსაც მოქალაქეები ქუჩებში, გზის პირებსა და არხებში ტოვებენ.

„ლეკვების გადარჩენის, გამოკვებისა და პირველადი ვეტერინარული დახმარების მიზნით ხდება მათი სააგენტოში გადაყვანა… ცხოველებზე ზრუნვა თითოეული მფლობელის პასუხისმგებლობაა,“ — აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, არ მიატოვონ ოთხფეხა მეგობრები და დროულად უზრუნველყონ მათი რეგისტრაცია და სტერილიზაცია/კასტრაცია.

ამასთან, უწყება აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს გაშვილების მიმართულებით და დაინტერესებულ პირებს თავშესაფარში ვიზიტს სთავაზობს. ცხოველის აყვანის შემთხვევაში, შესაბამისი ასაკის მიღწევის შემდეგ, სააგენტო ამბობს, რომ მის უფასო სტერილიზაციასა და ვაქცინაციას საკუთარ თავზე იღებს.

სამოქალაქო აქტივისტებმა თავად წამოიწყეს კამპანია ლეკვების გადასარჩენად. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ აიყვანონ ლეკვები და იზრუნონ მათზე.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გორში 300-მდე ლეკვი ჰყავთ და ცივი წყლის შლანგი მიშვებული, მშიერ-მწყურვალები, მკვდრებთან ერთად ცოცხლები გამოკეტილები! საათში ერთხელ კვდებიან ლეკვები“
„ლეკვების გადარჩენის, გამოკვებისა და პირველადი ვეტერინარული დახმარების მიზნით ხდება მათი სააგენტოში გადაყვანა… ცხოველებზე ზრუნვა თითოეული მფლობელის პასუხისმგებლობაა,“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ირაკლი კირცხალია: ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება. გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა. ის არის აგენტი, ზის ტელევიზიაში და პოლიტიკური პარტიის სახელით გველაპარაკებაწაიკითხე

უახლესი ამბები