ნიკოლოზ სამხარაძე: უფრო და უფრო მეტი ქვეყანა რწმუნდება, რომ საქართველოში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არა თუ საპარლამენტო არჩევნების დროინდელ ნიშნულს უთანაბრდება, არამედ ბევრად უფრო მეტია დღეს, რაც ბოლო კვლევებმაც დაადასტურა. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი მალე გადახედავს პოზიციას და საქართველოსთან სრულფასოვან დიალოგს აღადგენს
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბრიუსელმა პოზიციას უნდა გადახედოს და დიალოგი აღადგინოს, რადგან პარტნიორები რწმუნდებიან, რომ საქართველოში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა გაზრდილია.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მედიასთან იტალიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების მთავარ თემებზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ამ თემებს შორის იყო როგორც ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ოკუპაცია.
„საუბარი გვქონდა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების, ოკუპაციის შესახებ. ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა რწმუნდება, რომ საქართველოსთან დიალოგი უნდა აღდგეს.
„ჩვენი განცდაა, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა რწმუნდება იმაში, რომ დიალოგი უნდა აღდგეს; უფრო და უფრო მეტი ქვეყანა რწმუნება იმაში, რომ ეს სიტუაცია არის ჩიხური; უფრო და უფრო მეტი ქვეყანა რწმუნდება იმაში, რომ საქართველოში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არა თუ საპარლამენტო არჩევნების დროინდელ ნიშნულს უთანაბრდება, არამედ ბევრად უფრო მეტია დღეს, რაც ბოლო კვლევებმაც დაადასტურა. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი საბოლოო ჯამში მალე გადახედავს ამ პოზიციას და საქართველოსთან სრულფასოვან დიალოგს აღადგენს”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით რომში ვიზიტით იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე რომში ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, ასევე გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა.
ციტატები სტატიიდან
„მხარდაჭერა არა თუ საპარლამენტო არჩევნების დროინდელ ნიშნულს უთანაბრდება, არამედ ბევრად უფრო მეტია დღეს, რაც ბოლო კვლევებმაც დაადასტურა. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი საბოლოო ჯამში მალე გადახედავს ამ პოზიციას და საქართველოსთან სრულფასოვან დიალოგს აღადგენს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.