პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: “სტატისტიკა შემცირებულია დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში კი გვაქვს გაზრდილი,

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით ვიკა ფილფანის განცხადება სტატისტიკის დამახინჯებაა. მისი თქმით, დანაშაულის ნაწილში სტატისტიკა შემცირებულია, ხოლო გახსნის ნაწილში და მძიმე კატეგორიებში — გაზრდილი და გაუმჯობესებული, რაც 2012 წლიდან დღემდე შედარებითაც დასტურდება.

პრემიერი: “სტატისტიკა შემცირებულია დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში კი გვაქვს გაზრდილი,
POSTV

“ქალბატონი ფილფანი, მოგეხსენებათ, არის იმ პოლიტიკური ძალის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე. მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ აიღოთ და შეგიძლიათ, აიღოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა – არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით ვიკა ფილფანის განცხადებას შეეხებოდა.

„ეს რაოდენობა თუ თქვა მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოდის, რომ საერთოდ ამქვეყნად არ არის ეს ადამიანი. არ შეიძლება, ამ დონეზე დაამახინჯო სტატისტიკა, თუ ასეა ნათქვამი. მე პირადად არ მინახავს მისი განცხადება.

რეალურად, სტატისტიკა არის შემცირებული დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში გვაქვს გაზრდილი სტატისტიკა, გაუმჯობესებული სტატისტიკა.

რაც შეეხება დანაშაულის ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიებს, ყველაზე მძიმე კატეგორიებს, იქ სტატისტიკა არის არსებითად შემცირებული. მათ შორის, განზრახ მკვლელობას რაც შეეხება, აქ სტატისტიკის გაყალბება აბსოლუტურად შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, ყველას შეუძლია, ჩაიხედოს სტატისტიკაში და ნახავს, რომ არის გაუმჯობესება არა მარტო ერთი წლის ჭრილში, არამედ მათ შორის, 2012 წლიდან დღემდე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ქალბატონი ფილფანი იმ პოლიტიკური ძალის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ აიღოთ და შეგიძლიათ, ნახოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა - არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე ვიკა ფილფანის განცხადებაზე - თუ მკვლელობებთან დაკავშირებით ეს რაოდენობა თქვა, გამოდის, ეს ადამიანი საერთოდ ქვეყანაზე არ არის - გაუმჯობესებაა არა მარტო ერთი წლის ჭრილში, არამედ მათ შორის 2012 წლიდან დღემდე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მანიპულირება დანაშაულის სტატისტიკით - მმართველი გუნდი გახარიას პარტიას შსს-ს დისკრედიტაციაში ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები