ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: ქალბატონი ფილფანი იმ პოლიტიკური ძალის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ აიღოთ და შეგიძლიათ, ნახოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა - არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიკა ფილფანის განცხადებას კრიმინოგენურ ვითარებაზე უპასუხა და აღნიშნა, რომ დანაშაულის ნაწილში სტატისტიკა შემცირებულია, ხოლო გახსნის ნაწილში - გაუმჯობესებული. პრემიერის თქმით, 2012 წლამდე არსებულ პერიოდთან შედარებით მკვლელობების სტატისტიკაში რამდენიმეჯერადი სხვაობაა გაუმჯობესების კუთხით.

პრემიერი: ქალბატონი ფილფანი იმ პოლიტიკური ძალის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ აიღოთ და შეგიძლიათ, ნახოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა - არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით
პრემიერი: ქალბატონი ფილფანი იმ პოლიტიკური ძალის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ აიღოთ და შეგიძლიათ, ნახოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა - არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხითრუსთავი 2

ქალბატონი ფილფანი არის იმ პოლიტიკური ძალის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ აიღოთ და შეგიძლიათ, აიღოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა, არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით ვიკა ფილფანის განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, სტატისტიკა არის შემცირებული დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში კი ქვეყანას აქვს გაზრდილი, გაუმჯობესებული სტატისტიკა.

"ეს რაოდენობა თუ თქვა მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოდის, რომ საერთოდ ამ ქვეყნად არ არის ეს ადამიანი. არ შეიძლება, ამ დონეზე დაამახინჯო სტატისტიკა, თუ ასეა ნათქვამი, მე პირადად არ მინახავს მისი განცხადება.

რეალურად, სტატისტიკა არის შემცირებული დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში გვაქვს გაზრდილი სტატისტიკა, გაუმჯობესებული სტატისტიკა.

რაც შეეხება დანაშაულის ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიებს, ყველაზე მძიმე კატეგორიებს, იქ სტატისტიკა არის არსებითად შემცირებული. მათ შორის, განზრახ მკვლელობას რაც შეეხება, აქ სტატისტიკის გაყალბება აბსოლუტურად შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, ყველას შეუძლია, ჩაიხედოს სტატისტიკაში და ნახავს, რომ არის გაუმჯობესება არამარტო ერთი წლის ჭრილში, არამედ მათ შორის, 2012 წლიდან დღემდე. ქალბატონი ფილფანი მოგეხსენებათ, არის იმ პოლიტიკური ძალის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ აიღოთ და შეგიძლიათ, აიღოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა, არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით", - აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მანიპულირება დანაშაულის სტატისტიკით - მმართველი გუნდი გახარიას პარტიას შსს-ს დისკრედიტაციაში ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები