კობახიძე პასუხობს კითხვას, "დასრულდა თუ არა ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკოსი"
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნების რესურსი არ აქვს და აღნიშნა, რომ სახეზეა პირდაპირი კორუფციული დანაშაული. მისი თქმით, ყოფილი პრემიერის კორუფციის ბრალდებით პატიმრობა დისკომფორტს უქმნის გუნდს და ამ ბრალდებას ვერ ჩამოიწმენდს ვერანაირი განცხადებით.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნებსი არავითარი რესურსი არ აქვს - აღნიშნული პასუხი მთავრობის მეთაურმა "პირველების" მიერ დასმულ კითხვას გასცა - "დასრულდა თუ არა ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკოსი?"
საზოგადოებას რა დასკვნაც აქვს, ის დასკვნა მაქვს მეც. რა თქმა უნდა, ამის აღარავითარი რესურსი აღარ არსებობს, როდესაც არის პირდაპირი კორუფციული დანაშაული სახეზე", - უთხრა "პირველებს" კობახიძემ.
მისივე თქმით, თარიბაშვილი კორუფციას ვერ ჩამოიწმენდს. კობახიძე დისკომფორტს უწოდებს იმ ფაქტს, როცა ყოფილი პრემიერი კორუციის ბრალით ხვდება ციხეში.
თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ნალაპარაკევის გამო წავიდა პოლიტიკიდან, ეს თქვენი პრობლემაა. დისკომფორტი არის ის, რომ ყოფილი პრემიერი კონრეტული ბრალით ხვდება ციხეში. ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ კორუფციის ბრალდებით მას მოუწია ციხეში წასვლა. უმჯობესია, მას არ ჰქონოდა წარსულში ასეთი საქმიანობა. კორუფცია არის ცუდი და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ცუდი.
როდესაც ადამიანს აქვს კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და ეს არია დადასტურებული, ამას ვერნაიარად ვერ ჩამოიწმენდ განცხადებებეით თუ წერილებით", - განაცხადა კობახიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების აღარავითარი რესურსი აღარ არსებობს - კობახიძე ღარიბაშვილზე
- რუსთავი 2პრემიერი: დისკომფორტია, როცა ყოფილი პრემიერი ხვდება ციხეში, ეს დისკომფორტი შეუქმნა გუნდს ღარიბაშვილმა, კორუფციას ვერავინ გადაფარავს წერილებით, იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს ჰქონია შედეგი
ციტატები სტატიიდან
„დასრულდა თუ არა ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკოსი?“
„კობახიძემ. მისივე თქმით, თარიბაშვილი კორუფციას ვერ ჩამოიწმენდს. კობახიძე დისკომფორტს უწოდებს იმ ფაქტს, როცა ყოფილი პრემიერი კორუციის ბრალით ხვდება ციხეში. თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ნალაპარაკევის გამო წავიდა პოლიტიკიდან, ეს თქვენი პრობლემაა. დისკომფორტი არის ის, რომ ყოფილი პრემიერი კონრეტული ბრალით ხვდება ციხეში. ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ კორუფციის ბრალდებით მას მოუწია ციხეში წასვლა. უმჯობესია, მას არ ჰქონოდა წარსულში ასეთი საქმიანობა. კორუფცია არის ცუდი და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ცუდი. როდესაც ადამიანს აქვს კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და ეს არია დადასტურებული, ამას ვერნაიარად ვერ ჩამოიწმენდ განცხადებებეით თუ წერილებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…