ვოლოდიმირ ზელენსკი - პიტერ მადიართან შეხვედრაზე რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა განვიხილეთ
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში პიტერ მადიარს შეხვდა, სადაც ორმხრივი დღის წესრიგი, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროგრესი და რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა განიხილეს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, პიტერ მადიარს შეხვდა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ზელენსკი ავრცელებს.
“შევხვდი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, პიტერ მადიარს. პირისპირ ვისაუბრეთ ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის მთავარ საკითხებსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესზე. მადლობა გადავუხადე პრემიერ-მინისტრს პრინციპული ნაბიჯებისა და მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნისთვის. ვმუშაობთ იმაზე, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი ორი კლასტერიც გავხსნათ”, - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, ასევე განიხილეს დიპლომატიური ვითარება და რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა.
“მადლიერი ვარ უკრაინისა და ჩვენი ხალხის მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის, ასევე მშვიდობის მისაღწევად ერთობლივი მუშაობის მზადყოფნისთვის. ასევე განვიხილეთ უკრაინასა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, ვაჭრობა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებული საკითხები. უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერს კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ურთიერთგაძლიერებას. შევთანხმდით სხვადასხვა დონეზე ერთობლივი მუშაობის განახლებასა და ვიზიტების გაცვლაზე. თარიღებს ჩვენი გუნდები შეათანხმებენ”, - წერს ზელენსკი.
ციტატები სტატიიდან
„შევხვდი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, პიტერ მადიარს. პირისპირ ვისაუბრეთ ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის მთავარ საკითხებსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესზე. მადლობა გადავუხადე პრემიერ-მინისტრს პრინციპული ნაბიჯებისა და მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნისთვის. ვმუშაობთ იმაზე, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი ორი კლასტერიც გავხსნათ“
„მადლიერი ვარ უკრაინისა და ჩვენი ხალხის მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის, ასევე მშვიდობის მისაღწევად ერთობლივი მუშაობის მზადყოფნისთვის. ასევე განვიხილეთ უკრაინასა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, ვაჭრობა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებული საკითხები. უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერს კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ურთიერთგაძლიერებას. შევთანხმდით სხვადასხვა დონეზე ერთობლივი მუშაობის განახლებასა და ვიზიტების გაცვლაზე. თარიღებს ჩვენი გუნდები შეათანხმებენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.