ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩემი შვილი ციხეში დაცული არ არის, მეშინია რამე არ დამართონ - პატიმარ ბექა ცერცვაძის დედა

საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო

პატიმარ ბექა ცერცვაძის დედა შვილის უსაფრთხოებაზე შიშობს და რუსთავის მეექვსე ციხეში პატიმრებზე განხორციელებული ძალადობისა და ცემის ფაქტებზე გამოძიების გაგრძელებას ითხოვს.

ჩემი შვილი ციხეში დაცული არ არის, მეშინია რამე არ დამართონ - პატიმარ ბექა ცერცვაძის დედა
ჩემი შვილი ციხეში დაცული არ არის, მეშინია რამე არ დამართონ - პატიმარ ბექა ცერცვაძის დედაTV პირველი

პროკურატურაც და პენიტენციური სამსახური ამ დრომდე არ ამბობს, დაიწყება თუ არა გამოძიება ძალადობაში მხილებული ბადრაგების წინააღმდეგ. დედა, რომლის პატიმარმა შვილმა დღეს "პირველებს" რუსთავის მეექვსე ციხეში მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ უამბო, ამბობს, რომ ეშინია, მის შვილს ციხეში რამე არ დამართონ.

პატიმარი ბექა ცერცვაძე რუსთავის ციხიდანა ლაითურის ციხეში 2 ოქტომბერს მომხდარი ბუნტის შემდეგ გადაიყვანეს.

მისი მშობელი ამბობს, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყო იმ სისტემურ ძალადობაზე, რომლებიც პატიმრების მიერ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობას მოჰყვა.

ჩვენ დაგვირეკა ბექამ, ასე და ასე არის , ადვოკატებს უთხრაით რომ გააჟღერონო, ანუ უნდა, რომ მის გვერდში იდგნენ პატიმრები. გამოძიება გაგრძელდეს კაცო, თუ გაუპატიურებაზე დაიხურა, იქ ძალადობა და ცემა ხომ იყო პატიმრების, მაგაზე ხომ მაინც უნდა გაგრძელდეს გამოძიება. დავითაძეს რომ მხარი დაუჭირეს, რატომ სცემეს სხვა პატიმრები, რატომ გადაიყვანეს ესეც. რაიმე პროვოკაცია არ მოუწოყონ და რაიმე არ დამართონ, ცალკე მაგაზე გული მისკდება. ყველაფრის უნდა გეშინოდეს, ასე პირდაპირ რომ ასახელებს გვარებს და სახელებს. რა თქმა უნდა, არ არის დაცული. მინდოდა იქ ოზურგეთში მეშოვა ვინმე ადვოკატი, შემეშვა, მაგრამ არაო, არ გინდაო", - ამბობს ბექა ცერცვაძის დედა.

ტერორსა და ძალადობაზე დღეს "პირველებთან" კიდევ ერთი პატიმარი ალაპარაკდა. მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ბინადარი, ბექა ცერცვაძე "პირველებს" უყვება, როგორ ახშობდნენ ბუნტს რუსთავის ციხეში გიორგი დავითაძის მიერ გაუპატიურებაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ.

"თავზე დამახტნენ, მცემეს, დამჭირდა ექიმების დახმარება" - უთხრა პატიმარმა "პირველებს".

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უყვება, როგორ ახშობდნენ ბუნტს რუსთავის ციხეში გიორგი დავითაძის მიერ გაუპატიურებაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ.“
ბექა ცერცვაძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან იოსელიანი: 2025 წლის 26 დეკემბერს ბატონმა დავითაძემ მოგვმართა და მიუთითა, რომ 20-21 დეკემბერს მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. იმ დღესვე მოვინახულეთ ის, იმ დღესვე მივმართეთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით - შევისწავლეთ კადრები, ვერ დავინახეთ, რომ ამ კადრებში ასახული იყო ის, რაზეც ბატონი დავითაძე უთითებდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები