პატიმარი ყვება, რომ გიორგი დავითაძისთვის სოლიდარობის გამოხატვის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ
რუსთავის მე-6 ციხის პატიმარი ბექა ცერცვაძე აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამოხატვის შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი მტკიცებით, ძალადობაში საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ციხის დირექტორი შოთა ტრაპაიძე და მისი მოადგილეები მონაწილეობდნენ.

რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარი ბექა ცერცვაძე „ტვ პირველს“ უყვება, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძისთვის სოლიდარობის გამოცხადების შემდეგ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, ის ძალადობაში ადანაშაულებს ციხის დირექტორსა და მის მოადგილეებს.
პატიმარი ყვება, რომ ითხოვდა მასთან ექიმის მიყვანას, რაც არ გაითვალისწინეს.
„2 სექტემბრის ღამეს, გიორგი დავითაძის შესახებ რომ გავრცელდა, მაგის მერე ციხეზე თანამშრომლები ეზოს მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფებს აყენებდნენ, ქათამს ეძახდნენ. სოლიდარობა გამოვუცხადე გიორგი დავითაძეს. შემოვიდნენ ჩემთან საკანში, ისე რომ წინააღმდეგობა არ გამიწევია, მითხრეს, რომ დეესკალაციაში უნდა გადავეყვანე. გამიყვანეს საკნიდან, უცბად შუა კორპუსზე გახდნენ აგრესიულები, დამახტნენ თავზე, ჩამიყვანეს დეესკალაციაში…
მერე ვითხოვდი ექიმს, ცუდად გავხდი ამათი დაგრეხისგან… არ მომიყვანეს ექიმი, რომ ვითხოვდი, რამდენიმე საათში მოვიდა საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომა ჰქვია, სხვებიც იყვნენ, ბევრი, მითხრეს, რომ მივდიოდი „ეტაპში“…
მიჭერდა ხელს მთელი ძალით ხორხში, რომ ჩაემტვრია, ისე მოვყავდი, რომ ჩემი ფეხსაცმელების გარდა ვერაფერს ვხედავდი. უცბად ძალიან ბევრი ბათინკი გაჩნდა, სპეცრაზმი იყო ციხის ტერიტორიაზე შემოყვანილი და ამათმა ხელების რტყმევით… ერთმა სპეცრაზმელმა და ციხის თანამშრომელმა ჯერ შემიყვანეს გასაჩხრეკ აპარატში, მერე ისევ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფებით ჩამსვეს „ვარონკაში“ და წამომიყვანეს „ეტაპში“. თან ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებდა ციხის დირექტორი, შოთა ტრაპაიძე და მაგის მოადგილეები. დავით ჭანტურია განსაკუთრებით აგრესიული იყო, ზოგადად ციხეზე განთქმულია მაგის ჯალათური საქციელები, და დანარჩენი მოადგილეები, დავით ნიკოლეიშვილი და ვიღაცები იყვნენ“, – ამბობს პატიმარი.
„ტვ პირველთან“ ადვოკატი ამბობს, რომ ბექა ცერცვაძე „ლაითურის“ ციხეში გადაიყვანეს, რაც მისთვის გუშინ, 15 ოქტომბერს გახდა ცნობილი.
„ბექა ცერცვაძის პიროვნებიდან გამომდინარე, სურთ მისი მკაცრი კონტროლი, შესაბამისად, ყოველ წელს გარკვეული სახის პროვოკაციები მასზე ხდება. აბრალებენ, თითქოს ის არის აგრესიული, შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს. ერთ-ერთ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაადგინა კიდეც, რომ იყო პროვოკაცია და პენიტენციურის თანამშრომლებმა დააბრალეს, თითქოს შეურაცხყოფას აყენებდა, აღნიშნული სახდელი გააუქმა, თუმცა რისკი მაინც დარჩა“, – ამბობს ადვოკატი.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„ბექა ცერცვაძის პიროვნებიდან გამომდინარე, სურთ მისი მკაცრი კონტროლი, შესაბამისად, ყოველ წელს გარკვეული სახის პროვოკაციები მასზე ხდება. აბრალებენ, თითქოს ის არის აგრესიული, შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს. ერთ-ერთ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაადგინა კიდეც, რომ იყო პროვოკაცია და პენიტენციურის თანამშრომლებმა დააბრალეს, თითქოს შეურაცხყოფას აყენებდა, აღნიშნული სახდელი გააუქმა, თუმცა რისკი მაინც დარჩა“
„2 სექტემბრის ღამეს, გიორგი დავითაძის შესახებ რომ გავრცელდა, მაგის მერე ციხეზე თანამშრომლები ეზოს მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფებს აყენებდნენ, ქათამს ეძახდნენ. სოლიდარობა გამოვუცხადე გიორგი დავითაძეს. შემოვიდნენ ჩემთან საკანში, ისე რომ წინააღმდეგობა არ გამიწევია, მითხრეს, რომ დეესკალაციაში უნდა გადავეყვანე. გამიყვანეს საკნიდან, უცბად შუა კორპუსზე გახდნენ აგრესიულები, დამახტნენ თავზე, ჩამიყვანეს დეესკალაციაში… მერე ვითხოვდი ექიმს, ცუდად გავხდი ამათი დაგრეხისგან… არ მომიყვანეს ექიმი, რომ ვითხოვდი, რამდენიმე საათში მოვიდა საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომა ჰქვია, სხვებიც იყვნენ, ბევრი, მითხრეს, რომ მივდიოდი „ეტაპში“… მიჭერდა ხელს მთელი ძალით ხორხში, რომ ჩაემტვრია, ისე მოვყავდი, რომ ჩემი ფეხსაცმელების გარდა ვერაფერს ვხედავდი. უცბად ძალიან ბევრი ბათინკი გაჩნდა, სპეცრაზმი იყო ციხის ტერიტორიაზე შემოყვანილი და ამათმა ხელების რტყმევით… ერთმა სპეცრაზმელმა და ციხის თანამშრომელმა ჯერ შემიყვანეს გასაჩხრეკ აპარატში, მერე ისევ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფებით ჩამსვეს „ვარონკაში“ და წამომიყვანეს „ეტაპში“. თან ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებდა ციხის დირექტორი, შოთა ტრაპაიძე და მაგის მოადგილეები. დავით ჭანტურია განსაკუთრებით აგრესიული იყო, ზოგადად ციხეზე განთქმულია მაგის ჯალათური საქციელები, და დანარჩენი მოადგილეები, დავით ნიკოლეიშვილი და ვიღაცები იყვნენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.