ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„იმედის“ მფლობელ ჰოლდინგში წილების 70% ჯამში 700 ლარად გაიყიდა

ტელეიმედი

„იმედის“ მფლობელ ჰოლდინგ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპში“ 70%-იანი წილი ჯამში 700 ლარად გასხვისდა. გარიგებების შედეგად, კომპანიის წილები ოთხ ფიზიკურ პირს შორის თანაბრად, 25-25%-ით გადანაწილდა.

„იმედის“ მფლობელ ჰოლდინგში წილების 70% ჯამში 700 ლარად გაიყიდა
„იმედის“ მფლობელ ჰოლდინგში წილების 70% ჯამში 700 ლარად გაიყიდაBM.GE

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ [იმედის მფლობელი კომპანიის] პარტნიორთა წილების ცვლილება დარეგისტრირდა. 2026 წლის 16 ოქტომბერს წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ჰოლდინგის სამმა მფლობელმა საკუთარი წილები ჯამში 700 ლარად გაასხვისა, რის შედეგადაც კომპანიაში წილები ოთხ ფიზიკურ პირს შორის თანაბრად გადანაწილდა.

„ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“, რომლის განთავსებული კაპიტალი 6 მლნ 327 ათას ლარს შეადგენს და 100 ერთეულ წილად არის დაყოფილი, ტელეკომპანია „იმედის“, „ჯი-დი-ესისა“ და „რადიო იმედის“ მფლობელი ჰოლდინგია.

წილის ნასყიდობის სამი ხელშეკრულების მიხედვით, შპს „პრაიმ მედია გლობალმა“, ვასილ კალანდარიშვილმა და ნათია სონღულაშვილმა საკუთარი წილები 700 ლარად გაყიდეს.

კერძოდ, შპს „პრაიმ მედია გლობალმა“, რომლის დირექტორი ილია მიქელაიშვილია, ჰოლდინგში არსებული 50%-იანი წილი სრულად გაასხვისა 500 ლარად. აღნიშნული წილი ოთხ პირზე გადანაწილდა:

მარიამ ლომიძე - 15%, 150 ლარად;

ირაკლი ჩიხლაძე - 15%, 150 ლარად;

მაია ჩიგოშვილი - 15%, 150 ლარად;

მაგდალინა ანიკაშვილი - 5%, 50 ლარად.

ამასთან, ვასილ კალანდარიშვილმა, მინდობილი პირის, ნათია სონღულაშვილის მეშვეობით, კუთვნილი 10%-იანი წილი მაგდალინა ანიკაშვილს 100 ლარად მიჰყიდა.

ნათია სონღულაშვილმაც საკუთარი 10%-იანი წილი მაგდალინა ანიკაშვილს 100 ლარად გაასხვისა.

შედეგად, სამი გარიგების ფარგლებში გასხვისდა ჰოლდინგის კაპიტალის 70%, რომლის საერთო ღირებულება ხელშეკრულებების მიხედვით 700 ლარია.

ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრების ოქმის საფუძველზე, კომპანიის 100 ერთეული წილი ოთხ ფიზიკურ პირს შორის თანაბრად გადანაწილდა. თითოეული მათგანი ჰოლდინგის 25%-იან წილს ფლობს:

მარიამ ლომიძე - 25%;

ირაკლი ჩიხლაძე - 25%;

მაია ჩიგოშვილი - 25%;

მაგდალინა ანიკაშვილი - 25%.

კომპანიის დირექტორად კვლავ მარიამ ლომიძე რჩება. პარტნიორთა გადაწყვეტილებით, მას მიენიჭა უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს სადამფუძნებლო შეთანხმების ახალ რედაქციასა და საჯარო რეესტრში წარსადგენ სარეგისტრაციო დოკუმენტებს.

შეგხსენებთ, რომ 2026 წლის 6 თებერვალს „ტელეიმედის“, GDS-ისა და „რადიო იმედის“ მფლობელ კომპანიაში მფლობელობის სტრუქტურა შეიცვალა: ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იანი წილი „პრაიმ მედია გლობალზე“ გაასხვისა, ხოლო მეორე 50% ტელევიზიის დირექტორთა საბჭოს წევრებს — მარიამ ლომიძეს, ვასილ კალანდარიშვილს, ირაკლი ჩიხლაძეს, ნათია სონღულაშვილსა და მაია ჩიგოშვილს შორის (თითოეულს 10%-იანი წილით) გადანაწილდა.

ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც 2003 წელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსდა, დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ სანქციების სიაშია შეყვანილი. ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) განმარტებით, არხი „მიზანმიმართულად ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ“.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედი“ „მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკასა და მოქმედებებს, რომლებიც დესტაბილიზაციას იწვევს უკრაინაში, ან საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

2026 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგი, რომელშიც ასევე GDS-იც შედის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა კომპანია "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა. კონკურენციის სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გარიგების ფასი სიმბოლურ 1000 ლარს შეადგენდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიზანმიმართულად ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ“
„მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკასა და მოქმედებებს, რომლებიც დესტაბილიზაციას იწვევს უკრაინაში, ან საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნათია სონღულაშვილმა TV იმედში წილი გაასხვისა, ახალი მეწილე მაგდა ანიკაშვილი გახდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები