ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"იმედის" მესაკუთრეთა შემადგენლობა და წილები ისევ შეიცვალა

ტელეიმედი

„იმედის“ მფლობელი კომპანიის 100%-იანი წილი ოთხ პირს — მარიამ ლომიძეს, ირაკლი ჩიხლაძეს, მაია ჩიგოშვილსა და მაგდალინა ანიკაშვილს შორის თანაბრად, 25-25%-ით გადანაწილდა, რაც საჯარო რეესტრმა 16 ოქტომბერს დაარეგისტრირა.

"იმედის" მესაკუთრეთა შემადგენლობა და წილები ისევ შეიცვალა
"იმედის" მესაკუთრეთა შემადგენლობა და წილები ისევ შეიცვალაBM.GE

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "იმედის მფლობელი კომპანიის მეწილეების და დირექტორის ცვლილება დღეს, 16 ოქტომბერს დაარეგისტრირა.

ახალი დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიის წილობრივი გადანაწილება კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამჯერად 100%-იანი წილი ოთხ ფიზიკურ პირს შორის თანაბრად 25-25%-იანი პროპორციით გადანაწილდა.

კომპანიის მესაკუთრეთა განახლებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მარიამ ლომიძე - 25%

ირაკლი ჩიხლაძე - 25%

მაია ჩიგოშვილი - 25%

მაგდალინა ანიკაშვილი - 25%

შეგხსენებთ, რომ 2026 წლის 6 თებერვალს „ტელეიმედის“, GDS-ისა და „რადიო იმედის“ მფლობელ კომპანიაში მფლობელობის სტრუქტურა შეიცვალა: ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იანი წილი „პრაიმ მედია გლობალზე“ გაასხვისა, ხოლო მეორე 50% ტელევიზიის დირექტორთა საბჭოს წევრებს — მარიამ ლომიძეს, ვასილ კალანდარიშვილს, ირაკლი ჩიხლაძეს, ნათია სონღულაშვილსა და მაია ჩიგოშვილს შორის (თითოეულს 10%-იანი წილით) გადანაწილდა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ნათია სონღულაშვილმა TV იმედში წილი გაასხვისა, ახალი მეწილე მაგდა ანიკაშვილი გახდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები