პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნათია სონღულაშვილმა TV იმედში წილი გაასხვისა, ახალი მეწილე მაგდა ანიკაშვილი გახდა

საჯარო რეესტრის მონაცემებით, TV იმედის მფლობელი კომპანიის 70%-იანი წილი ჯამში 700 ლარად გასხვისდა, ახალი მეწილე კი მაგდალინა ანიკაშვილი გახდა.

ნათია სონღულაშვილმა TV იმედში წილი გაასხვისა, ახალი მეწილე მაგდა ანიკაშვილი გახდა
ფორმულა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "იმედის მფლობელი კომპანიის მეწილეების ცვლილება დღეს, 16 ოქტომბერს დაარეგისტრირა. ინფორმაციას BMG ავრცელებს.

ახალი დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიის წილობრივი გადანაწილება კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამჯერად 100%-იანი წილი ოთხ ფიზიკურ პირს შორის თანაბრად 25-25%-იანი პროპორციით გადანაწილდა.

16 ოქტომბერს გაფორმებული წილის ნასყიდობის 3 ხელშეკრულების მიხედვით, ჯამში 700 ლარად გასხვისდა კომპანიის კაპიტალის 70%-იანი წილი:

შპს „პრაიმ მედია გლობალმა“ (დირექტორი: ილია მიქელაიშვილი), რომელიც კომპანიის 50%-იან წილს (50 ერთეული წილი) ფლობდა, თავისი წილი სრულად გაყიდა 500 ლარად .

ვასილ კალანდარიშვილმა (მინდობილი პირის, ნათია სონღულაშვილის მეშვეობით) თავისი 10%-იანი წილი (10 ერთეული წილი) სრულად მიჰყიდა მაგდალინა ანიკაშვილს 100 ლარად.

ნათია სონღულაშვილმა თავისი 10%-იანი წილი ასევე სრულად მიჰყიდა მაგდალინა ანიკაშვილს სიმბოლურ ფასად - 100 ლარად.

კომპანიის მესაკუთრეთა განახლებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მარიამ ლომიძე - 25%

ირაკლი ჩიხლაძე - 25%

მაია ჩიგოშვილი - 25%

მაგდალინა ანიკაშვილი - 25%

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიტელეკომპანია "იმედის" ახალი თანამფლობელი მაგდა ანიკაშვილი გახდა
  2. ალიაოპოზიციურინათია სონღულაშვილმა TV იმედში წილი გაასხვისა, ახალი მეწილე მაგდა ანიკაშვილი გახდა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ცვლილებები „იმედში“ - როგორ გადანაწილდა ტელეკომპანიის წილები?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები