სანქცირებული “იმედის” წილები გასხვისდა, ნათია სონღულაშვილი მფლობელი აღარ არის
„იმედის“ მეწილეებმა, ვასილ კალანდარიშვილმა და ნათია სონღულაშვილმა საკუთარი 10-10%-იანი წილები 100-100 ლარად გაყიდეს, რის შემდეგაც ტელეკომპანია თანაბრად 4 პირზე განაწილდა.

სანქცირებული ტვ იმედის მეწილეებმა ვასილ კალანდარიშვილმა და ნათია სონღულაშვილმა საკუთარი 10-10 პროცენტი სიმბოლურ ფასად 100-100 ლარად გაყიდეს. მეწილეებს ჩაეხსნა 50%-იანი წილის მფლობელი შპს „პრაიმ მედია გლობალიც.“
ახალი გადანაწილებით ტელევიზია ოფიციალურად 4 პირს ეკუთვნის:
მარიამ ლომიძეს,
ირაკლი ჩიხლაძეს,
მაია ჩიგოშვილს
მაგდა ანიკაშვილს.
ისინი თანაბარ 25-25 პროცენტს ფლობენ.
იმედი ირაკლი რუხაძემ თებერვალში, UK-ის მიერ დასანქცირებამდე ორი კვირით ადრე 1000 ლარად გაყიდა.
15 ოქტომბერს კიდევ ერთი სანქცირებული ტელევიზიის 52%-იანი წილი, ასევე 1000 ლარად ვიქტორ ჯაფარიძემაც გაასხვისა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…