პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ახლა ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო და გადაწყვეტილებები მიიღოს

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის გადაწყვეტილება, 38 მილიონი ევრო სახელმწიფოს ნაცვლად პირდაპირ ხალხს გამოუყოს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებასა და ქვეყნის პირველყოფილ თემურ წყობილებად გამოცხადებას ნიშნავს.

შალვა პაპუაშვილი: ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ახლა ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო და გადაწყვეტილებები მიიღოს
იმედინიუსი

ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ახლა ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო და გადაწყვეტილებები მიიღოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს სირცხვილი რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოირეცხოს ევროკავშირმა.

„ვნახე დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომ 38 მილიონი ევროს დაფინანსებას გამოვუყოფთ არა სახელმწიფოს, არამედ ხალხს, პირდაპირ დავეხმარებითო. მინდა ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს რომ ჰქონდეს ხალხთან და არა - სახელმწიფოსთან. ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამით ფაქტობრივად გვითხრა, რომ აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ჩვენ გვაცხადებს პირველყოფილ თემურ წყობილებად, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს წარმომადგენლობა და ესენი ასე პირდაპირ ვიღაცას უნდა ეკონტაქტებოდნენ. ეს არის აბსოლუტური სამარცხვინო პოზიცია, რომელიც ფაქტობრივად გვიცხადებს, რომ ევროკავშირის თვალში საქართველო არის პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც სხვადასხვა თემთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა.

სირცხვილია, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა შუა საუკუნეების ღირებულებებამდე დაეშვა და მოიცილა ყველაფერი საერთოდ, რაც გულისხმობს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოს პატივისცემას, შიდა საქმეებში ჩაურევლობას და საერთოდ, რაზეც იღვაწა ამდენმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დამყარებულიყო საერთაშორისო წესრიგი. ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ახლა ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო და გადაწყვეტილებები მიიღოს. სირცხვილია და ეს სირცხვილი რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოირეცხოს ევროკავშირმა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის წარმომადგენლობის დღევანდელმა განცხადებამ სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ
  2. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად. ალბათ, ახლა ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო და გადაწყვეტილებები მიიღოს”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვნახე დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომ 38 მილიონი ევროს დაფინანსებას გამოვუყოფთ არა სახელმწიფოს, არამედ ხალხს, პირდაპირ დავეხმარებითო. მინდა ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს რომ ჰქონდეს ხალხთან და არა - სახელმწიფოსთან. ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამით ფაქტობრივად გვითხრა, რომ აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ჩვენ გვაცხადებს პირველყოფილ თემურ წყობილებად, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს წარმომადგენლობა და ესენი ასე პირდაპირ ვიღაცას უნდა ეკონტაქტებოდნენ. ეს არის აბსოლუტური სამარცხვინო პოზიცია, რომელიც ფაქტობრივად გვიცხადებს, რომ ევროკავშირის თვალში საქართველო არის პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც სხვადასხვა თემთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. სირცხვილია, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა შუა საუკუნეების ღირებულებებამდე დაეშვა და მოიცილა ყველაფერი საერთოდ, რაც გულისხმობს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოს პატივისცემას, შიდა საქმეებში ჩაურევლობას და საერთოდ, რაზეც იღვაწა ამდენმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დამყარებულიყო საერთაშორისო წესრიგი. ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ახლა ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო და გადაწყვეტილებები მიიღოს. სირცხვილია და ეს სირცხვილი რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოირეცხოს ევროკავშირმა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების და იქნება ამის თანამონაწილე, ან გაემიჯნება ამ ქცევას - შალვა პაპუაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები