ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იგნაციო კასისი - ჩვენ უნდა მივაღწიოთ კონსენსუსს იმის თაობაზე, რომელი მონაწილე სახელმწიფო უხელმძღვანელებს ეუთოს მომავალ წელს - ასევე, ვცდილობთ, კანდიდატურა შევარჩიოთ მომდევნო 2028 წლისთვისაც

ეუთო

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი აცხადებს, რომ ორგანიზაციამ მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსს ნოემბრის ბოლომდე უნდა მიაღწიოს, რათა ტალინის კონფერენციაზე დაფინანსების პრობლემა აღარ იდგეს.

იგნაციო კასისი - ჩვენ უნდა მივაღწიოთ კონსენსუსს იმის თაობაზე, რომელი მონაწილე სახელმწიფო უხელმძღვანელებს ეუთოს მომავალ წელს - ასევე, ვცდილობთ, კანდიდატურა შევარჩიოთ მომდევნო 2028 წლისთვისაც
იგნაციო კასისი - ჩვენ უნდა მივაღწიოთ კონსენსუსს იმის თაობაზე, რომელი მონაწილე სახელმწიფო უხელმძღვანელებს ეუთოს მომავალ წელს - ასევე, ვცდილობთ, კანდიდატურა შევარჩიოთ მომდევნო 2028 წლისთვისაცინტერპრესნიუსი

ჩვენ უნდა მივაღწიოთ ფართო კონსენსუსს იმის თაობაზე, თუ რომელი მონაწილე სახელმწიფო უხელმძღვანელებს ორგანიზაციას მომავალ წელს. ასევე, ვცდილობთ, კანდიდატურა შევარჩიოთ მომდევნო 2028 წლისთვისაც, - ამის შესახებ ეუთოს თავმჯდომარემ იგნაციო კასისმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი სურვილია მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკითხის გადაწყვეტის ყველა შესაძლო გზა მოინახოს.

“ჩვენ უნდა მივაღწიოთ ფართო კონსენსუსს იმის თაობაზე, თუ რომელი მონაწილე სახელმწიფო უხელმძღვანელებს ორგანიზაციას მომავალ წელს; ასევე, ვცდილობთ, კანდიდატურა შევარჩიოთ მომდევნო 2028 წლისთვისაც. წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, იზრდება გადაუდებლობის განცდა. საკითხი, რომელზეც ამ კვირაში, მათ შორის დღესაც, ვრცლად ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გადაწყვეტის გზის ძიებას. ამის შემდეგ საჭირო იქნება იმ მექანიზმების ამოქმედება, რომლებიც ორგანიზაციის ფინანსური უზრუნველყოფისთვის გვაქვს გათვალისწინებული. მიზანია, ნოემბრის ბოლომდე მივაგნოთ გამოსავალს, რათა ტალინში, ესტონეთის კონფერენციაზე, დაფინანსების საკითხი დღის წესრიგში აღარ იდგეს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სურვილია და შედეგის გარანტიას ვერ მოგცემთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ორგანიზაციის ყველა - 57-ვე - მონაწილე სახელმწიფო დამეხმარება ამ გადაწყვეტის გამონახვაში. ორგანიზაციის სტაბილურობისთვის ასევე მნიშვნელოვანია სამმხრივი ფორმატის პროცესის (tri-cut process) არსებობა, რაც გულისხმობს ყოფილი, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეების ჩართულობას; ეს უზრუნველყოფს სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას”, - განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა იგნაციო კასისმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ ფართო კონსენსუსს იმის თაობაზე, თუ რომელი მონაწილე სახელმწიფო უხელმძღვანელებს ორგანიზაციას მომავალ წელს; ასევე, ვცდილობთ, კანდიდატურა შევარჩიოთ მომდევნო 2028 წლისთვისაც. წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, იზრდება გადაუდებლობის განცდა. საკითხი, რომელზეც ამ კვირაში, მათ შორის დღესაც, ვრცლად ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გადაწყვეტის გზის ძიებას. ამის შემდეგ საჭირო იქნება იმ მექანიზმების ამოქმედება, რომლებიც ორგანიზაციის ფინანსური უზრუნველყოფისთვის გვაქვს გათვალისწინებული. მიზანია, ნოემბრის ბოლომდე მივაგნოთ გამოსავალს, რათა ტალინში, ესტონეთის კონფერენციაზე, დაფინანსების საკითხი დღის წესრიგში აღარ იდგეს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სურვილია და შედეგის გარანტიას ვერ მოგცემთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ორგანიზაციის ყველა - 57-ვე - მონაწილე სახელმწიფო დამეხმარება ამ გადაწყვეტის გამონახვაში. ორგანიზაციის სტაბილურობისთვის ასევე მნიშვნელოვანია სამმხრივი ფორმატის პროცესის (tri-cut process) არსებობა, რაც გულისხმობს ყოფილი, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეების ჩართულობას; ეს უზრუნველყოფს სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას“
იგნაციო კასისი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
იგნაციო კასისი – უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას, იმედი მაქვს, 57 მონაწილე ქვეყანა დამეხმარება, რათა გადაწყვეტილება დეკემბრამდე მივიღოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები