პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კასისი: ეუთოს 2028 წლის თავმჯდომარე ქვეყნის საკითხზე გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლომდე უნდა მივიღოთ

ეუთო

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი იგნაციო კასისი აცხადებს, რომ ორგანიზაციის 2028 წლის თავმჯდომარე ქვეყნის შერჩევაზე გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლომდე, ლუგანოში დაგეგმილ მინისტრთა საბჭოს შეხვედრამდე უნდა მიიღონ.

კასისი: ეუთოს 2028 წლის თავმჯდომარე ქვეყნის საკითხზე გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლომდე უნდა მივიღოთ
TV პირველი

ეუთოს 2028 წლის თავმჯდომარე ქვეყნის შერჩევაზე გადაწყვეტილების მიღება ნოემბრის ბოლომდე იგეგმება - ამის შესახებ ორგანიზაციის მოქმედმა თავმჯდომარემ, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის მისაღწევად მოლაპარაკებები მომდევნო კვირებშიც გაგრძელდება. კასისის მიზანია, საკითხი ლუგანოში დაგეგმილ მინისტრთა საბჭოს შეხვედრამდე გადაწყდეს.

შვეიცარიის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი გახლავთ თავმჯდომარეობა, ჩვენ უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და მოვნახოთ კანდიდატურა 2028 წლისთვის. ვუახლოვდებით რა წლის ბოლოს, არის გადაუდებლობის სერიოზული გრძნობა, ჩვენ ღრმად განვიხილეთ ეს საკითხები და შევთანხმდით, გავაგრძელოთ კვლევა ყველა შესაძლებელი გადაწყვეტილებების შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში და შემდეგ უნდა შევქმნათ მექანიზმი, რომელააც ამუშავებს ორგანიზაცია რომ გადაწყვეტილება იყოს მიღებული - ჩემი ამოცანაა გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლოს, რომ მინისტრთა კონფერენცია ლუგანოში ამ საკითხს აღარ განიხილავდეს, - განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, იგნაციო კასისმა.

იგნაციო კასისი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა. მისი რეგიონული ტურნეს ფარგლებში მანამდე აზერბაიჯანსა და თურქმენეთშიც იმყოფებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. POSTVსამთავრობოეუთო-ს თავმჯდომარე: “ჩვენ უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და მოვნახოთ კანდიდატურა 2028 წლისთვის. 57 მონაწილე ქვეყნის იმედი მაქვს, რომ დამეხმარებიან, რათა დეკემბრამდე ამ გადაწყვეტილებას მივაგნო”
  2. პირველი არხისამთავრობოიგნაციო კასისი – უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას, იმედი მაქვს, 57 მონაწილე ქვეყანა დამეხმარება, რათა გადაწყვეტილება დეკემბრამდე მივიღოთ
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიიგნაციო კასისი - ჩვენ უნდა მივაღწიოთ კონსენსუსს იმის თაობაზე, რომელი მონაწილე სახელმწიფო უხელმძღვანელებს ეუთოს მომავალ წელს - ასევე, ვცდილობთ, კანდიდატურა შევარჩიოთ მომდევნო 2028 წლისთვისაც
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს - „გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლოს უნდა მოიძებნოს“, ამბობს იგნასიო...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები