პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეუთო-ს თავმჯდომარე: “ჩვენ უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და მოვნახოთ კანდიდატურა 2028 წლისთვის. 57 მონაწილე ქვეყნის იმედი მაქვს, რომ დამეხმარებიან, რათა დეკემბრამდე ამ გადაწყვეტილებას მივაგნო”

ეუთო

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი აცხადებს, რომ 2028 წლის თავმჯდომარეობის საკითხზე 57 წევრ ქვეყანას შორის კონსენსუსია შესაქმნელი და გადაწყვეტილების მიღების იმედი დეკემბრამდე აქვს.

ეუთო-ს თავმჯდომარე: “ჩვენ უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და მოვნახოთ კანდიდატურა 2028 წლისთვის. 57 მონაწილე ქვეყნის იმედი მაქვს, რომ დამეხმარებიან, რათა დეკემბრამდე ამ გადაწყვეტილებას მივაგნო”
POSTV

“შვეიცარიის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი გახლავთ [ეუთო-ს] თავმჯდომარეობა.

ჩვენ უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და მოვნახოთ კანდიდატურა 2028 წლისთვის”, – განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ იგნაციო კასისმა, რომელიც საქართველოს სტუმრობს.

„ვუახლოვდებით რა წლის ბოლოს, არის გადაუდებლობის სერიოზული გრძნობა. ღრმად განვიხილეთ ეს საკითხები და შევთანხმდით, გავაგრძელოთ კვლევა ყველა შესაძლო გადაწყვეტილებაზე.

შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა შევქმნათ მექანიზმი, რომელსაც ამუშავებს ორგანიზაცია, რათა გადაწყვეტილება იყოს მონახული.

ჩემი ამოცანაა გადაწყვეტილების მონახვა ნოემბრის ბოლოს, რომ მინისტრთა კონფერენცია ლუგანოში ამ საკითხს აღარ განიხილავდეს. საბოლოო გადაწყვეტილება რომ იყოს მიღებული, ეს არის, უბრალოდ, სურვილი. მე გარანტის მიცემა არ შემიძლია.

57 მონაწილე ქვეყნის იმედი მაქვს, რომ დამეხმარებიან, რათა დეკემბრამდე ამ გადაწყვეტილებას მივაგნო.

ასევე, სტაბილურობისთვის, ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობდეს სამმაგი პროცესი – წარსული, მოქმედი თავმჯდომარე და შემდეგი თავმჯდომარე. ეს უზრუნველყოფს ორგანიზაციის მომავლის სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას“, – აღნიშნა კასისმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიკასისი: ეუთოს 2028 წლის თავმჯდომარე ქვეყნის საკითხზე გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლომდე უნდა მივიღოთ
  2. პირველი არხისამთავრობოიგნაციო კასისი – უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას, იმედი მაქვს, 57 მონაწილე ქვეყანა დამეხმარება, რათა გადაწყვეტილება დეკემბრამდე მივიღოთ
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიიგნაციო კასისი - ჩვენ უნდა მივაღწიოთ კონსენსუსს იმის თაობაზე, რომელი მონაწილე სახელმწიფო უხელმძღვანელებს ეუთოს მომავალ წელს - ასევე, ვცდილობთ, კანდიდატურა შევარჩიოთ მომდევნო 2028 წლისთვისაც
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს - „გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლოს უნდა მოიძებნოს“, ამბობს იგნასიო...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები