ირაკლი ჭეიშვილი უმრავლესობის სხდომაზე - ბევრი საკითხია, რომელიც არის საპატიო თავმჯდომარესთან და პარტიის თავმჯდომარესთან განსახილველი, თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობა
„ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, პარტიის სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება, განსახილველ საკითხებს შორის შესაძლოა ევროკავშირთან ურთიერთობა და საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელი იყოს.

ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც არის საპატიო თავმჯდომარესთან და პარტიის თავმჯდომარესთან განსახილველი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ 17 ოქტომბერს ჩანიშნულ სხდომას გამოეხმაურა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
მისი თქმით, ხვალინდელ სხდომაზე შესაძლოა ევროკავშირთან ურთიერთობებზეც ისაუბრონ, ისევე როგორც სხვა ყველა საკითხზე.
„გვაქვს შეხვედრა მიმდინარე საკითხებზე. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც არის საპატიო თავმჯდომარესთან განსახილველი და პარტიის თავმჯდომარესთან. თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობა, თუნდაც ნებისმიერ სხვა მიმდინარე საკითხი”, -განაცხადა ჭეიშვილმა.
ჟურნალისტების შეკითხვას, ისაუბრებენ თუ არა შეხვედრაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელზე, ჭეიშვილმა უპასუხა, რომ საუბარი, სავარაუდოდ, ამ თემასაც შეეხება.
„მოსალოდნელ გადაწყვეტილებას ბატონი ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი ვერ გაავრცელებს, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო და შესაბამისად, ის ავრცელებს ყველა გადაწყვეტილებას. ახლა სარჩელის საკითხთან დაკავშირებით, ალბათ, იქნება საუბარი, იმიტომ რომ სარჩელი ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში”,- აღნიშნა ჭეიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.