პაპუაშვილი განმარტავს, რაზე იქნება მსჯელობა ხვალ, უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილიც დაესწრება
17 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მიმდინარე საკითხებს განიხილავენ, ხოლო დეპუტატების ინფორმაციით, მსჯელობა პარტიების აკრძალვასაც შეეხება.

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რაზე იქნება მსჯელობა უმრავლესობის სხდომაზე - პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სხდომაზე, რომელსაც ხვალ ბიძინა ივანიშვილის დაესწრება მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.
საზოგადოება ყველაფერთან დაკავშირებით მიიღებს ინფორმაციას - განაცხადა პაპუაშვილმა
ბოლო შეხვედრიდან გავიდა საკმარისი დრო და მნიშვნელოვანია მქონდეს კომუნიკაცია პოლიტსაბჭოს ფორმატში, ვიმსჯელოთ მიმდინარე საკითხებზე, ასევე პარტიის სპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით გვქონდეს შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ასე რომ საზოგადოება ყველაფერთან დაკავშირებით მიიღებს ინფორმაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ პერიოდული შეხვედრები გვქონდეს გაფართოებულ ფორმატში. იცით, რომ უმრავლესობის სხდომების გარდა იმართება უმრავლესობის სხდომები, სადაც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს და ეს ფორმატი გვაქვს, ახლა იქნება პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით შეხვედრა. ასე რომ ის შიდა დემორკატიული პროცესები, რომელიც მიმდინარე საკიტხებთან დაკავშირებით ერთობლივ მსჯელობას გულისხმობს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.