ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით გვქონდეს შეხვედრა და ვიმსჯელოთ მიმდინარე საკითხებზე

ქართული ოცნება

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეხვედრა მიმდინარე საკითხებზე მსჯელობას უკავშირდება.

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე, "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში, შაბათს, 17 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა.

განსახილველი თემები ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენებია. მმართველ პარტიაში უკვე დაადასტურეს, რომ სხდომას დაესწრება "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, შეხვედრა მიმდინარე საკითხების განხილვას უკავშირდება.

"ჩვენ პერიოდულად პოლიტსაბჭოს ფორმატში და საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში ვიკრიბებით ხოლმე. ბოლო შეხვედრიდან გავიდა საკმარისი დრო და მნიშვნელოვანია გვქონდეს უშუალო კომუნიკაცია პოლიტსაბჭოს ფორმატში, ვიმსჯელოთ მიმდინარე საკითხებზე და, ასევე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით გვქონდეს შეხვედრა.

ასე, რომ ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ პერიოდული შეხვედრები გვქონდეს, გაფართოებულ ფორმატში. იცით, რომ უმრავლესობის სხდომებთან ერთად იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომები, სადაც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს და ეს ფორმატი გვაქვს ახლა, იქნება პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით შეხვედრა.

ასე, რომ ეს არის ის შიდა-დემოკრატიული პროცესები, რომელიც მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივ მსჯელობას გულისხმობს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ პერიოდულად პოლიტსაბჭოს ფორმატში და საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში ვიკრიბებით ხოლმე. ბოლო შეხვედრიდან გავიდა საკმარისი დრო და მნიშვნელოვანია გვქონდეს უშუალო კომუნიკაცია პოლიტსაბჭოს ფორმატში, ვიმსჯელოთ მიმდინარე საკითხებზე და, ასევე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით გვქონდეს შეხვედრა. ასე, რომ ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ პერიოდული შეხვედრები გვქონდეს, გაფართოებულ ფორმატში. იცით, რომ უმრავლესობის სხდომებთან ერთად იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომები, სადაც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს და ეს ფორმატი გვაქვს ახლა, იქნება პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით შეხვედრა. ასე, რომ ეს არის ის შიდა-დემოკრატიული პროცესები, რომელიც მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივ მსჯელობას გულისხმობს,“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაპუაშვილი განმარტავს, რაზე იქნება მსჯელობა ხვალ, უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილიც დაესწრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები