პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: ეუთო-ს ვიზიტი მკაფიო დასტურია, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა ორგანიზაციის დღის წესრიგში დგას

ეუთო

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და შვეიცარიის საგარეო მინისტრ იგნაციო კასისის ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა ორგანიზაციის დღის წესრიგში რჩება.

მაკა ბოჭორიშვილი: ეუთო-ს ვიზიტი მკაფიო დასტურია, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა ორგანიზაციის დღის წესრიგში დგას
რუსთავი 2

ეუთო-ს თავმჯდომარე და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში იმყოფება.

იგნაციო კასისი ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს უკვე შეხვდა. განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, ეუთოს როლი და ორმხრივი ურთიერთობები.

შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტი არის მკაფიო დასტური, რომ ორგანიზაციის დღის წესრიგში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი დგას.

"ეუთო-ს თავმჯდომარის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო დასტური, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი არის ეუთო-ს ორგანიზაციის დღის წესრიგში. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შვეიცარია, თავის მხრივ, არის საქართველოსთვის განსაკუთრებული პარტნიორი. ეუთო-ს თავმჯდომარეობის გარდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შვეიცარია, უკვე მრავალი წელია, ასრულებს შუამავლის როლს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი საქართველოსთვის რჩება ერთადერთ ჩარჩოდ, რომელიც დიალოგის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხზე," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურისაქართველოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, იგნაციო კასისი სტუმრობს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი - ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი მკაფიო დასტურია, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხი ეუთოს დღის წესრიგშია - გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
  3. იმედინიუსისამთავრობოშვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში - იგნაციო კაისის მაღალი შეფასება საქართველოსთან პარტნიორობას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში - რა საკითხები განიხილეს იგნასიო კასისმა, ირაკლი კობახიძემ და მაკა ბოჭორიშვილმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები