პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი - ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი მკაფიო დასტურია, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხი ეუთოს დღის წესრიგშია - გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ეუთო

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ეუთოს თავმჯდომარისა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგნაციო კასისის ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ორგანიზაციის დღის წესრიგშია.

მაკა ბოჭორიშვილი - ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი მკაფიო დასტურია, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხი ეუთოს დღის წესრიგშია - გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ინტერპრესნიუსი

ეუთოს თავმჯდომარის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში მკაფიო დასტურია იმისა, რომ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი ეუთოს დღის წესრიგშია - დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია! - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგნაციო კასისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოჭორიშვილის ცნობით, შეხვედრისას რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, საქართველოს გამოწვევებსა და ორგანიზაციის როლზე ისაუბრეს.

“უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შვეიცარია თავის მხრივ, ეუთოს თავმჯდომარეობის გარდა, საქართველოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია. მრავალი წელია შვეიცარია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შუამავლის როლს ასრულებს. შესაბამისად, ამ ორი მოვალეობის თანხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, შვეიცარია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, იგნაციო კასისი სტუმრობს. იგნასიო კასისი უკვე იმყოფებოდა სომხეთში და საქართველოში ერევნიდან ჩამოვიდა.

შვეიცარიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, ეს ორი ვიზიტი იგნაციო კასისის რეგიონული ვიზიტების პროგრამის მეორე ნაწილს წარმოადგენს; პროგრამის პირველი ნაწილი კი 3-5 აგვისტოს აზერბაიჯანსა და თურქმენეთში განხორციელდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. TV პირველიოპოზიციურისაქართველოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, იგნაციო კასისი სტუმრობს
  2. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: ეუთო-ს ვიზიტი მკაფიო დასტურია, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა ორგანიზაციის დღის წესრიგში დგას
  3. იმედინიუსისამთავრობოშვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში - იგნაციო კაისის მაღალი შეფასება საქართველოსთან პარტნიორობას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში - რა საკითხები განიხილეს იგნასიო კასისმა, ირაკლი კობახიძემ და მაკა ბოჭორიშვილმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები