პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტის თავმჯდომარე PACE-ს კონფერენციაზე - რა საკითხებზე გაამახვილა პაპუაშვილმა ყურადღება და რა შეხვედრები ჰქონდა საპარლამენტო დელეგაციას

საქართველოს პარლამენტი

PACE-ს კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უცხოური ჩარევა დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ყველაზე დამაზიანებელი საფრთხეა.

პარლამენტის თავმჯდომარე PACE-ს კონფერენციაზე - რა საკითხებზე გაამახვილა პაპუაშვილმა ყურადღება და რა შეხვედრები ჰქონდა საპარლამენტო დელეგაციას
რუსთავი 2

რომში ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს პარლამენტის ხელმძღვანელები დემოკრატიული ინსტიტუტების ჰიბრიდული საფრთხეებისგან, დეზინფორმაციისგან და უცხოური ჩარევისგან დაცვაზე მსჯელობენ.

სპიკერები დემოკრატიის წინაშე არსებულ საფრთხეებს, ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის გაძლიერების აუცილებლობას განიხილავენ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება უცხოური ჩარევის პრობლემაზე გაამახვილა. თქვა, რომ გამოწვევა, რომელიც ხშირად ნაკლებად ხილულია, ყველაზე დამაზიანებელი საფრთხეა დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის.

დემოკრატიულ მდგრადობას და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლას, რომ საერთო ძალისხმევა სჭირდება ამაზე კონფერენციის მთავარი ტრიბუნიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა.

იტალიის სენატის პრეზიდენტის განცხადებით კი დემოკრატიის დაცვისთვის მტკიცე და თანმიმდევრული პოზიციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

ავსტრალია, კანადა, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები საფრანგეთი ეს არასრული ჩამონათვალია იმ სახელმწიფოების, რომლებიც გამჭვირვალობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობის გამკაცრებას ცდილობენ.

საერთო საერთაშორისო სტანდარტის შემუშავების მომხრეა საქართველოც. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უცხოური ჩარევისა და დაფინანსების გამჭვირვალობის დარეგულირების სტანდარტი, სუვერენიტეტს, ანგარიშვალდებულებასა და საერთო თანხმობას უნდა დაეფუძნოს.

PACE-ს პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში სხვა და სხვა სახელმწიფოს სპიკერებს ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობაც აქვთ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად უკვე შეხვდა ქნესეთის ხელმძღვანელს. მხარეებმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. დღესვე შეხვედრა შედგა კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტთან სადაც. სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. დღის ბოლოს ქართულ დელეგაციას იტალიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შეხვდა, მხარეებმა არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტების თავმჯდომარეებს წელს რომი მასპინძლობს. სპიკერები 2 დღის განმავლობაში იმსჯელებენ თუ როგორ შეიძლება არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა და რა როლი აქვთ საკანონმდებლო ორგანოებს თანამედროვე კრიზისების მოგვარებასა და მათზე რეაგირებაში.

კონფერენცია რომში დღეს გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში იმართება ორმხრივი შეხვედრებიც. შალვა პაპუაშვილი ისრაელელ კოლეგას შეხვდა. განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების რეგულირების საერთაშირისო სტანდარტი, რომელიც სუვერენიტეტსა და ანგარიშვალდებულებას დაეფუძნება
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ჰიბრიდული საფრთხეები, მათ შორის დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და დაფინანსება, იშვიათად მოქმედებენ ცალ-ცალკე. ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და აქვთ ერთი სამიზნე - ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების სანდოობა
  3. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების რეგულირების საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც დაეფუძნება სუვერენიტეტსა და ანგარიშვალდებულებას
  4. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევა კი არა, მათი დაცვის საშუალებაა - ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულ მთავრობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ ფულისა და გავლენის შესახებ, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ხვდება
  5. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: უცხოური ჩარევა სახიფათოა სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, მიუხედავად იმისა, მტრული თუ არამტრული აქტორის მიერ ხორციელდება. უცხოური ჩარევა თავისთავად მტრული ქმედებაა, რადგან მისი მიზანი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვაა
  6. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების რეგულირების საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც სუვერენიტეტსა და ანგარიშვალდებულებას დაეფუძნება“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით რომშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები