პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტები მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია მათ მიმართ ნდობა. მათი ავტორიტეტი ეფუძნება რწმენას, რომ გადაწყვეტილებები ფაქტებს ეყრდნობა და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუტების იარაღად ქცევა და მათი პოლიტიკური მიზანშეწონილობით გამოყენება ორგანიზაციებს მთავარ დანიშნულებას ართმევს. მისი თქმით, ინსტიტუტების ავტორიტეტი ფაქტებს უნდა ეყრდნობოდეს და არა ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგს.

შალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტები მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია მათ მიმართ ნდობა. მათი ავტორიტეტი ეფუძნება რწმენას, რომ გადაწყვეტილებები ფაქტებს ეყრდნობა და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას
იმედინიუსი

,საერთაშორისო ინსტიტუტები მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია მათ მიმართ ნდობა და მათდამი ერთგულება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რომში ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპული კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი; ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია.

„საერთაშორისო ინსტიტუტები მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია მათ მიმართ ნდობა და მათდამი ერთგულება. მათი ავტორიტეტი ლეგიტიმურობას ეფუძნება: რწმენას, რომ წესები ყველაზე თანაბრად ვრცელდება; რომ გადაწყვეტილებები ფაქტებსა და სამართლიან პროცედურებს ეყრდნობა და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას; და რომ ამ წესებზე მაღლა არავინ დგას.

როდესაც ლეგიტიმურობა სუსტდება, მის აღდგენას ვერანაირი ხელშეკრულების ვერცერთი ტექსტი ვეღარ შეძლებს.

რატომ სუსტდება ეს ინსტიტუტები მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ჩვენს თვალწინ რღვევას განაგრძობს? ხშირად იმიტომ, რომ მათი ინსტრუმენტალიზაცია ხდება. შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურად მოტივირებული და აღქმებზე დაფუძნებული პოზიციების გასატარებლად გამოყენებისა და მათ იარაღად ქცევის მზარდი პრაქტიკა. როდესაც ზოგიერთი სახელმწიფო და პოლიტიკური ჯგუფი ინსტიტუტებს ვიწროდ განსაზღვრული პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, ზოგიერთი წევრის ზეწოლის ქვეშ მოსაქცევად და სხვების დასაცავად, ან მონიტორინგისა და შეფასების პოლიტიკურ იარაღად ქცევისთვის იყენებს, ამ ინსტიტუტებს თავიანთ მთავარ დანიშნულებას ართმევს. ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი; ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 6ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება
  2. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი, ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია
  3. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი. ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ იარაღად ქცევის მზარდი პრაქტიკა, PACE უნდა დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის საფუძვლებს - აუცილებელია, მკაფიოდ განვასხვაოთ დიალოგი ჩარევისგან!
  5. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი. ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია“
  6. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – საერთაშორისო ინსტიტუტები იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია ნდობა, მათი ავტორიტეტი ეფუძნება რწმენას, რომ გადაწყვეტილებები ფაქტებს ეყრდნობა და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას
  7. იმედინიუსისამთავრობოევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების, პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია დასრულდა - შალვა პაპუაშვილის გზავნილები და მაღალი დონის შეხვედრები რომში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საერთაშორისო ინსტიტუტები მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია მათ მიმართ ნდობა და მათდამი ერთგულება. მათი ავტორიტეტი ლეგიტიმურობას ეფუძნება: რწმენას, რომ წესები ყველაზე თანაბრად ვრცელდება; რომ გადაწყვეტილებები ფაქტებსა და სამართლიან პროცედურებს ეყრდნობა და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას; და რომ ამ წესებზე მაღლა არავინ დგას. როდესაც ლეგიტიმურობა სუსტდება, მის აღდგენას ვერანაირი ხელშეკრულების ვერცერთი ტექსტი ვეღარ შეძლებს. რატომ სუსტდება ეს ინსტიტუტები მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ჩვენს თვალწინ რღვევას განაგრძობს? ხშირად იმიტომ, რომ მათი ინსტრუმენტალიზაცია ხდება. შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურად მოტივირებული და აღქმებზე დაფუძნებული პოზიციების გასატარებლად გამოყენებისა და მათ იარაღად ქცევის მზარდი პრაქტიკა. როდესაც ზოგიერთი სახელმწიფო და პოლიტიკური ჯგუფი ინსტიტუტებს ვიწროდ განსაზღვრული პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, ზოგიერთი წევრის ზეწოლის ქვეშ მოსაქცევად და სხვების დასაცავად, ან მონიტორინგისა და შეფასების პოლიტიკურ იარაღად ქცევისთვის იყენებს, ამ ინსტიტუტებს თავიანთ მთავარ დანიშნულებას ართმევს. ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი; ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: სანამ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი შელახული იქნება, ჩვენს დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვერ იხილავენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები