შალვა პაპუაშვილი: სანამ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი შელახული იქნება, ჩვენს დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვერ იხილავენ
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სანამ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი შელახული იქნება, ქართულ დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვერ იხილავენ. მისი თქმით, PACE-მ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არცნობით ძირი გამოუთხარა საერთაშორისო წესრიგს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რომში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მონაწილეობს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება და პოზიციების დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრების ფარგლებში ქართული დელეგაციის მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არცნობით ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, რის გამოც ქართული მხარე PACE-ს მუშაობაში მონაწილეობას მანამ ვერ მიიღებს, სანამ ორგანიზაცია დემოკრატიულ პრინციპებსა და ხალხის არჩევანს არ დაუბრუნდება.
"ეს კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო როგორც იმ სესიებისთვის, სადაც შესაძლებლობა გვქონდა, მიგვემართა ევროპის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისთვის, ისე დღევანდელი სესიისთვის, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევას ეხებოდა.
მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ეს რღვევა მაშინ იწყება, როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ნდობა მცირდება. მნიშვნელოვანი იყო აქ გვესაუბრა - სწორედ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების თანდასწრებით - იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი, ვინც ამ ნდობას ასუსტებს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაა. ეს უკანასკნელი ძირს უთხრის ქვეყნების სუვერენიტეტის პრინციპს მაშინ, როდესაც არ აღიარა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება.
ამასთან დაკავშირებით, ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთანაც და მკაფიოდ ავხსენი ჩვენი პოზიცია: სანამ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან შელახული იქნება, ისინი ჩვენს დელეგაციას ასამბლეაზე ვერ იხილავენ. დროა, ასამბლეა დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ხალხის უფლების პატივისცემას, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება; და როგორც კი დაუბრუნდებიან საპარლამენტო ასამბლეის ძირითად პრინციპებსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, იმ მომენტიდან ჩვენი დელეგაცია კვლავ იქნება წარმოდგენილი ასამბლეაში.
ორი დღის განმავლობაში ასევე გვქონდა ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან, მათ შორის იტალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელთანაც ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ გვესაუბრა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელს დღეს კონფრონტაციული რეჟიმი აქვს არჩეული და ბლოკავს არა მხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, არამედ მაღალი დონის ურთიერთობებსაც საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.
ვხედავთ, რომ ამ მოწოდებებს ყველა არ იმორჩილებს და მნიშვნელოვანია, ყველამ გავუფრთხილდეთ ორმხრივ ურთიერთობებს. ბრიუსელის ბიუროკრატია მოდის და მიდის, ხალხები რჩებიან - მნიშვნელოვანია, ორმხრივ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ იმისთვის, რომ შემდეგ არ შეგვხვდეს ისე, რომ თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს, როდესაც ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატია შეიცვლება,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ციტატები სტატიიდან
„ეს კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო როგორც იმ სესიებისთვის, სადაც შესაძლებლობა გვქონდა, მიგვემართა ევროპის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისთვის, ისე დღევანდელი სესიისთვის, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევას ეხებოდა. მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ეს რღვევა მაშინ იწყება, როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ნდობა მცირდება. მნიშვნელოვანი იყო აქ გვესაუბრა - სწორედ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების თანდასწრებით - იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი, ვინც ამ ნდობას ასუსტებს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაა. ეს უკანასკნელი ძირს უთხრის ქვეყნების სუვერენიტეტის პრინციპს მაშინ, როდესაც არ აღიარა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება. ამასთან დაკავშირებით, ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთანაც და მკაფიოდ ავხსენი ჩვენი პოზიცია: სანამ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან შელახული იქნება, ისინი ჩვენს დელეგაციას ასამბლეაზე ვერ იხილავენ. დროა, ასამბლეა დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ხალხის უფლების პატივისცემას, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება; და როგორც კი დაუბრუნდებიან საპარლამენტო ასამბლეის ძირითად პრინციპებსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, იმ მომენტიდან ჩვენი დელეგაცია კვლავ იქნება წარმოდგენილი ასამბლეაში. ორი დღის განმავლობაში ასევე გვქონდა ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან, მათ შორის იტალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელთანაც ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ გვესაუბრა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელს დღეს კონფრონტაციული რეჟიმი აქვს არჩეული და ბლოკავს არა მხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, არამედ მაღალი დონის ურთიერთობებსაც საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ვხედავთ, რომ ამ მოწოდებებს ყველა არ იმორჩილებს და მნიშვნელოვანია, ყველამ გავუფრთხილდეთ ორმხრივ ურთიერთობებს. ბრიუსელის ბიუროკრატია მოდის და მიდის, ხალხები რჩებიან - მნიშვნელოვანია, ორმხრივ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ იმისთვის, რომ შემდეგ არ შეგვხვდეს ისე, რომ თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს, როდესაც ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატია შეიცვლება,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.