პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: გვაქვს უფლება თავად შევაფასოთ ის, თუ როგორია დასკვნები, როგორია ესა თუ ის ინსტრუმენტი ან რისთვის არის ის გამოყენებული. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოერიდოს ყველა იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავად

ეუთოსაგარეო საქმეთა სამინისტრო

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს აქვს უფლება თავად შეაფასოს დასკვნები და საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას ყველა უნდა მოერიდოს.

მაკა ბოჭორიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: გვაქვს უფლება თავად შევაფასოთ ის, თუ როგორია დასკვნები, როგორია ესა თუ ის ინსტრუმენტი ან რისთვის არის ის გამოყენებული. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოერიდოს ყველა იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავად
იმედინიუსი

საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოვერიდოთ, უნდა მოერიდოს ყველა იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავად. მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერიმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნაციო კასისისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მას მედიის წარმომადგენლებმა, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე ჰკითხეს, სადაც საუბარია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე. ამ დოკუმენტს თავის დროზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლიტიკურად მოდელირებული ინსტრუმენტი უწოდა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს უფლება თავად შეაფასოს როგორია დასკვნა და როგორ არის გამოყენებული კონკრეტული ინსტრუმენტი.

„საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა, რომელიც ერთგულია ამ ორგანიზაციის პრინციპების, ამ ორგანიზაციის ინსტიტუტების და ყველა გამოწვევას, რაც კი შეიძლება არსებობდეს ამ კონტექსტში უდგება იმ აზრით, რომ წვლილი შევიტანოთ ჩვენ ამ ორგანიზაციის მუშაობაში. საქართველომ აჩვენა ღიაობა ყველა მექანიზმთან მიმართებაში, რაც კი ეუთოს ფარგლებში იქნა გამოყენებული, ამ შემთხვევაში საქართველოს მისამართით. ჩვენ ვიყავით ღია, როდესაც ამოქმედდა ვენის მექანიზმი და ეს გადაწყვიტეს ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების ნაწილმა. ასევე, ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების ნაწილმა, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება გამოეყენებინათ „მოსკოვის მექანიზმი“ საქართველომ ასევე ღირსეულად ითანამშრომლა ორგანიზაციასთან, ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ექსპერტთან და ჩვენ მათ მივეცით ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ჰქონოდათ შეხვედრები, მოეძიებინათ ყველა საჭირო ინფორმაცია და გაეკეთებინათ დასკვნები არსებულ სიტუაციაზე. ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს უფლება თავად შევაფასოთ ის თუ როგორია დასკვნები, როგორია ესა თუ ის ინსტრუმენტი ან რისთვის არის ის გამოყენებული. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოვერიდოთ, უნდა მოერიდოს ყველა იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავად. მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ.

კიდევ ერთხელ, საქართველო ყოველთვის იყო ღია ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობისთვის და ასეთად დარჩება, როგორიც არ უნდა იყოს, ხან შეიძლება სასიამოვნო იყოს ეს მუშაობა, ხან შეიძლება არც თუ ისე სასიამოვნო თუმცა ჩვენი მხრიდან არის მთავარი რამ ნათქვამი - ჩვენ ვართ ერთგულები ამ ორგანიზაციის, ამ ორგანიზაციის პრინციპების და ვართ ის მონაწილე ქვეყანა, რომელიც კონსტრუქციულად არის ჩართული ორგანიზაციის მუშაობაში, ერთ-ერთი იმ სახელმწიფოთა შორის, რომელსაც აქვს უფლება, რომ ჰქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის მუშაობაში, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოერიდოს ყველა, ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავად
  2. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის შესახებ: “გვაქვს უფლება, თავად შევაფასოთ, თუ როგორია დასკვნები; როგორია ესა თუ ის ინსტრუმენტი ან რისთვის არის ის გამოყენებული. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოერიდოს ყველა – იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავად”
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის კვლავ აქტუალურია რუსეთთან კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი გზების ძიება და ამისთვის ყველა შესაძლო ინსტრუმენტის გამოყენებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები