ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯიჰად აზური: ეროვნული ბანკის უნარი, გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკს, დადებით შეფასებას იმსახურებს

საქართველოს ეროვნული ბანკი

სსფ-ის დეპარტამენტის დირექტორის, ჯიჰად აზურის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ პროგნოზებს გადააჭარბა, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ შოკებთან გამკლავება და საპროცენტო განაკვეთის შემცირება დადებით შეფასებას იმსახურებს.

ჯიჰად აზური: ეროვნული ბანკის უნარი, გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკს, დადებით შეფასებას იმსახურებს
ჯიჰად აზური: ეროვნული ბანკის უნარი, გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკს, დადებით შეფასებას იმსახურებსიმედინიუსი

„ეროვნული ბანკის უნარი, გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკს, დადებით შეფასებას იმსახურებს. თქვენ და თქვენმა გუნდმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გარემოში საქმიანობის პარალელურად, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც რეგიონი დგას შეძელით ეკონომიკური ზრდის დონის შენარჩუნება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა.

ჯიჰად აზურმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნათია თურნავას, სსფ-ს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - „მმართველთა საუბრები“-ს სესიაში უმასპინძლა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის შედეგები არსებულ მოლოდინებზე უკეთესია.

„საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებლებმა, ფაქტობრივად, ყველა პროგნოზს გადააჭარბა. ხოლო თქვენი ბოლო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ, ინფლაციის რისკის თავიდან აცილების ან შეკავების მიზნით, მაღალ შეფასებას იმსახურებს“, - აღნიშნა ჯიჰად აზურმა.

IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, სესიის ფარგლებში ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ გაზარდა ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობისთვის საჭირო ბუფერები, განახორციელა ფინანსური სექტორის მოდერნიზაცია, განავითარა ფინანსური ტექნოლოგიები და დანერგა არაერთი ფინანსური ინოვაცია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ „Governor Talk“-ის სესიაზე ნათია თურნავა ჯიჰად აზურის მიწვევით მონაწილეობდა.

სესიის ფარგლებში ნათია თურნავამ გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და ინფლაციური გამოწვევების პირობებში მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე, ინფლაციის მართვასა და დედოლარიზაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეროვნული ბანკის უნარი, გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკს, დადებით შეფასებას იმსახურებს. თქვენ და თქვენმა გუნდმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გარემოში საქმიანობის პარალელურად, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც რეგიონი დგას შეძელით ეკონომიკური ზრდის დონის შენარჩუნება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა“
ჯიჰად აზური
„საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებლებმა, ფაქტობრივად, ყველა პროგნოზს გადააჭარბა. ხოლო თქვენი ბოლო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ, ინფლაციის რისკის თავიდან აცილების ან შეკავების მიზნით, მაღალ შეფასებას იმსახურებს“
ჯიჰად აზური
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„საქართველოს ამ ეტაპზე სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება“ - როგორ აფასებს სსფ საქართველოს ეკონომიკას?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები