ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩვენი რეგიონიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმიწვია დისკუსიაში მონაწილეობისთვის და ეს არის აღიარება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებების - ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში საქართველოს რეგიონიდან მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების აღიარებაა, აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.

ჩვენი რეგიონიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმიწვია დისკუსიაში მონაწილეობისთვის და ეს არის აღიარება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებების - ნათია თურნავა
ჩვენი რეგიონიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმიწვია დისკუსიაში მონაწილეობისთვის და ეს არის აღიარება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებების - ნათია თურნავარუსთავი 2

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი თანმიმდევრული შოკების ფონზე ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის მართვა და ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება იყო ძლიერი.

ამ კონტექსტში, სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს ბოლო წლების პროგრესს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დისკუსიაში მონაწილეობისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორმა მიიწვია.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა აღნიშნავს, სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობა, საქართველოს ეკონიმიკური პოლიტიკის წარმატების აღიარებაა.

"ეს არის ტრადიციული დისკუსია, რომელიც სავალუტო ფონდის წლიური შეხვედრების ფარგლებში ყოველწლიურად იმართება და თითო რეგიონიდან თითო ცენტრალური ბანკირი არის შერჩეული, ამჯერად ჩვენი რეგიონიდან სავალუტო ფონდმა მომიწვია ამ დისკუსიაში მონაწილეობისთვის და ეს არის აღიარება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებების, ეს არის აღიარება იმის, რომ საქართველო წარმატებულად მართა ეკონომიკა, მიუხედავად გარე შოკებისა", - აცხადებს ნათია თურნავა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არის ტრადიციული დისკუსია, რომელიც სავალუტო ფონდის წლიური შეხვედრების ფარგლებში ყოველწლიურად იმართება და თითო რეგიონიდან თითო ცენტრალური ბანკირი არის შერჩეული, ამჯერად ჩვენი რეგიონიდან სავალუტო ფონდმა მომიწვია ამ დისკუსიაში მონაწილეობისთვის და ეს არის აღიარება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებების, ეს არის აღიარება იმის, რომ საქართველო წარმატებულად მართა ეკონომიკა, მიუხედავად გარე შოკებისა“
ნათია თურნავა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნათია თურნავამ სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მმართველთა დისკუსიაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები