პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეს იყო საინტერესო დისკუსია. განვიხილეთ როგორ დაეხმარა რეფორმები და სწორი პოლიტიკა საქართველოს გამოწვევებთან გამკლავებაში და ეკონომიკური ზრდის მაღალი დონის შენარჩუნებაში - სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორი

საქართველოს ეროვნული ბანკი

სსფ-ის დეპარტამენტის დირექტორის, ჯიჰად აზურის განცხადებით, რეფორმები და სწორი პოლიტიკა საქართველოს შოკებთან გამკლავებასა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაში დაეხმარა. აღნიშნული საკითხი სებ-ის პრეზიდენტ თურნავასთან ერთად სავალუტო ფონდის ორგანიზებულ დისკუსიაზე განიხილეს.

ეს იყო საინტერესო დისკუსია. განვიხილეთ როგორ დაეხმარა რეფორმები და სწორი პოლიტიკა საქართველოს გამოწვევებთან გამკლავებაში და ეკონომიკური ზრდის მაღალი დონის შენარჩუნებაში - სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორი
რუსთავი 2

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში. მთავარი საკითხები ძლიერი, თანმიმდევრული შოკების ფონზე ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის მართვა და ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება იყო.

ამ კონტექსტში, სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს ბოლო წლების პროგრესს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დისკუსიაში მონაწილეობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორმა მიიწვია.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური აღნიშნავს, სესიაზე ისაუბრებს იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია.

"ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ქალბატონ თურნავასთან ერთად, გასულ სესიაზე გვესაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია სხვადასხვა შოკებთან გამკლავების, ეკონომიკის სტაბილიზაციის, ბუფერების გაზრდისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების კუთხით, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც რეგიონი დგას. ეს იყო ძალიან საინტერესო სესია და დისკუსია, სადაც განვიხილეთ, თუ როგორ დაეხმარა რეფორმები და სწორი პოლიტიკა საქართველოს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში, ისევე როგორც ეკონომიკური ზრდის მაღალი დონის შენარჩუნებაში", - აცხადებს ჯიჰად აზური.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოჯიჰად აზური: ეროვნული ბანკის უნარი, გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკს, დადებით შეფასებას იმსახურებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ქალბატონ თურნავასთან ერთად, გასულ სესიაზე გვესაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია სხვადასხვა შოკებთან გამკლავების, ეკონომიკის სტაბილიზაციის, ბუფერების გაზრდისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების კუთხით, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც რეგიონი დგას. ეს იყო ძალიან საინტერესო სესია და დისკუსია, სადაც განვიხილეთ, თუ როგორ დაეხმარა რეფორმები და სწორი პოლიტიკა საქართველოს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში, ისევე როგორც ეკონომიკური ზრდის მაღალი დონის შენარჩუნებაში“
ჯიჰად აზური
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნათია თურნავამ სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მმართველთა დისკუსიაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები