ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„საქართველოს ამ ეტაპზე სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება“ - როგორ აფასებს სსფ საქართველოს ეკონომიკას?

საქართველოს ეროვნული ბანკი

სსფ-ის ალტერნატიული დირექტორის, მარნიქს ვან რეის განცხადებით, საქართველოს ამ ეტაპზე სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება. მისი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავია, საერთაშორისო რეზერვები იზრდება და საბიუჯეტო დეფიციტი კონტროლდება.

„საქართველოს ამ ეტაპზე სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება“ - როგორ აფასებს სსფ საქართველოს ეკონომიკას?
„საქართველოს ამ ეტაპზე სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება“ - როგორ აფასებს სსფ საქართველოს ეკონომიკას?BM.GE

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ დისკუსიაში „მმართველთა საუბრები“ მონაწილეობდა. სების ხელმძღვანელი ღონისძიებაზე სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორის, ჯიჰად აზურის მიწვევით იმყოფებოდა.

„მმართველთა საუბრები“ ყოველწლიურად იმართება და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით წარმატებული გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს ხუთი რეგიონიდან არჩევენ წარმომადგენლებს. წელს, საქართველოს გარდა, სხვადასხვა სესიაში საფრანგეთის, სამხრეთ კორეის, ვენესუელისა და რუანდის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები ჩაერთვნენ.

სები-ს პრეზიდენტის მონაწილეობით გამართულ სესიას „ცენტრალური ბანკების როლი ცვალებად სამყაროში - პერსპექტივები საქართველოს ეროვნული ბანკისგან“ მოდერაციას უძღვებოდა თავად ჯიჰად აზური.

დისკუსიის მთავარი თემა იყო ძლიერი შოკებისა და ინფლაციური წნეხის ფონზე ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის მართვა. სსფ-ის წარმომადგენელმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს ეკონომიკის სტაბილიზაციისა და ბუფერების გაზრდის კუთხით.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ქალბატონ თურნავასთან ერთად გვესაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია სხვადასხვა შოკებთან გამკლავების, ეკონომიკის სტაბილიზაციის, ბუფერების გაზრდისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების კუთხით, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც რეგიონი დგას“, - განაცხადა ჯიჰად აზურმა სესიის დასრულების შემდეგ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ის რეფორმები და სწორი პოლიტიკა, რაც ქვეყანას არსებულ გაურკვევლობებთან გამკლავებაში დაეხმარა.

საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საგარეო რისკებზე ისაუბრა სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ალტერნატიულმა დირექტორმა, მარნიქს ვან რეიმაც. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავია, იზრდება საერთაშორისო რეზერვები და კონტროლდება საბიუჯეტო დეფიციტი.

„მსოფლიო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაშეა მათ შორისაა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები, ინფლაციური ზეწოლა და უკრაინაში ომის გავლენა... ამ ეტაპზე ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება, თუმცა პოტენციალის განვითარებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ტექნიკური დახმარება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მარნიქს ვან რეიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ქალბატონ თურნავასთან ერთად გვესაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია სხვადასხვა შოკებთან გამკლავების, ეკონომიკის სტაბილიზაციის, ბუფერების გაზრდისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების კუთხით, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც რეგიონი დგას“
ჯიჰად აზური
„მსოფლიო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაშეა მათ შორისაა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები, ინფლაციური ზეწოლა და უკრაინაში ომის გავლენა... ამ ეტაპზე ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება, თუმცა პოტენციალის განვითარებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ტექნიკური დახმარება მნიშვნელოვანია“
მარნიქს ვან რეი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ჯიჰად აზური: ეროვნული ბანკის უნარი, გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკს, დადებით შეფასებას იმსახურებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები