ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თორნიკე ფაღავა - „ქართულ ოცნებას“ არაფრის ეშინია, პირნათელი ვართ - მგონია, რომ არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის არაფერი მაკომპრომეტირებელი არ აქვს და ვერ ექნება, რადგან ბუნებაში მსგავსი არ არსებობს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თორნიკე ფაღავას განცხადებით, მმართველ გუნდს არაფრის ეშინია და სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან რაიმე მაკომპრომეტირებელი მასალის გავრცელებას არ ელიან, რადგან მსგავსი არაფერი არსებობს. ფაღავამ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება საზოგადოების წინაშე პირნათელია. ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ კორუფციულ დანაშაულში დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თორნიკე ფაღავა - „ქართულ ოცნებას“ არაფრის ეშინია, პირნათელი ვართ - მგონია, რომ არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის არაფერი მაკომპრომეტირებელი არ აქვს და ვერ ექნება, რადგან ბუნებაში მსგავსი არ არსებობს
თორნიკე ფაღავა - „ქართულ ოცნებას“ არაფრის ეშინია, პირნათელი ვართ - მგონია, რომ არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის არაფერი მაკომპრომეტირებელი არ აქვს და ვერ ექნება, რადგან ბუნებაში მსგავსი არ არსებობსინტერპრესნიუსი

მე მგონია, რომ არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც არავის "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომეტირებელი არ აქვს, ვერ ექნება, იმიტომ რომ ბუნებაში მსგავსი რამ არ არსებობს - დაველოდოთ გრიგოლ ლილუაშვილს, თუ დაარღვევს დუმილს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თორნიკე ფაღავამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ელის თუ არა მმართველი გუნდი, პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან დუმილის დარღვევას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" საზოგადოების წინაშე პირნათელია და აქედან გამომდინარე, პარტიაში, ამ მიმართულებით, ახალს არაფერს ელიან.

„ის ფაქტი, რომ ხელისუფლებაში ყოფნიდან 13 წლისთავზე, „ქართული ოცნების" გუნდს და პოლიტიკურ „ლიდერშიფს" შესწვეს ძალა, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა წარსულში ადამიანი, სამართლის წინაშე წარდგეს, ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების" გუნდს და პოლიტიკურ „ლიდერშიფს" არც არაფრის ეშინია. ჩვენ ვართ პირნათელი ქართული საზოგადოების წინაშე, აქედან გამომდინარე, ახალს არაფერს ველით.

რაც შეეხება ღარიბაშვილის წერილებს - საზოგადოებამ კარგად იხილა, რომ ეს იყო მორიგი ქარიშხალი ჭიქაში და ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ იპოვეს ვერც "რადიკალურმა ოპოზიციამ" და ვერ ოპოზიციურად განწყობილმა მედიებმა," - განაცხადა ფაღავამ.

კითხვაზე, „ვერც ლილუაშვილს ექნება ვერაფერი ხელჩასაჭიდი?", დეპუტატი პასუხობს: "დარწმუნებული ვარ".

ცნობისთვის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო. თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების სააგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების ორ ეპიზოდზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არც არაფრის ეშინია. ჩვენ ვართ პირნათელი ქართული საზოგადოების წინაშე, აქედან გამომდინარე, ახალს არაფერს ველით. რაც შეეხება ღარიბაშვილის წერილებს - საზოგადოებამ კარგად იხილა, რომ ეს იყო მორიგი ქარიშხალი ჭიქაში და ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ იპოვეს ვერც“
თორნიკე ფაღავა
„და ვერ ოპოზიციურად განწყობილმა მედიებმა,“
თორნიკე ფაღავა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.