პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარნიქს ვან რეი: საქართველოს ეკონომიკა წარმატებით ვითარდება, რასაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და საერთაშორისო რეზერვების დაგროვება ადასტურებს

საქართველოს ეროვნული ბანკი

სსფ-ის დირექტორის, მარნიქს ვან რეის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა წარმატებით ვითარდება და ქვეყანას ფონდის პროგრამა არ სჭირდება, თუმცა ინსტიტუციური გაძლიერებისთვის ტექნიკური დახმარება გაგრძელდება.

მარნიქს ვან რეი: საქართველოს ეკონომიკა წარმატებით ვითარდება, რასაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და საერთაშორისო რეზერვების დაგროვება ადასტურებს
რუსთავი 2

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ალტერნატიული დირექტორის, მარნიქს ვან რეის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა წარმატებით ვითარდება, რასაც ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები, საერთაშორისო რეზერვების დაგროვება, საბიუჯეტო დეფიციტის კონტროლი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ადასტურებს.

ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მარნიქს ვან რეიმ, ყურადღება გაამახვილა გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე, ენერგომატარებლების მაღალ ფასზე, ინფლაციურ ზეწოლასა და უკრაინის ომის გავლენაზე.

"მსოფლიო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაშეა. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, მიიღოს ტექნიკური დახმარება. ამ ეტაპზე ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება, თუმცა პოტენციალის განვითარებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ტექნიკური დახმარება მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მან.

მარნიქს ვან რეიმ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მონაწილეობას ცენტრალური ბანკების მმართველების დისკუსიაში და აღნიშნა, რომ ნათია თურნავა შეხვედრაზე სიტყვით გამოვა.

ტაილანდში, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა დელეგაციასთან ერთად შეხვედრები გამართეს ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლისთან და სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომარნიქს ვან რეი: საქართველოს ეკონომიკა წარმატებით ვითარდება, რასაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და საერთაშორისო რეზერვების დაგროვება ადასტურებს
  2. BM.GEოპოზიციური„საქართველოს ამ ეტაპზე სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება“ - როგორ აფასებს სსფ საქართველოს ეკონომიკას?
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მსოფლიო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაშეა. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, მიიღოს ტექნიკური დახმარება. ამ ეტაპზე ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება, თუმცა პოტენციალის განვითარებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ტექნიკური დახმარება მნიშვნელოვანია“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები